მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი”-ს კარდიოქირურგიული განყოფილება თავისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და მოწინავე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კომბინაციის წყალობით რეგიონში წამყვან პოზიციებს იკავებს. კლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებას და მკურნალობას, როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ რეჟიმში:
- აორტოკორონარული შუნტირება მომუშავე გულზე, რომელიც ტარდება როგორც ტრადიციული, ასევე მცირე-ინვაზიური მეთოდით, (მკერდის ძვლის მთლიანობის დარღვევის გარეშე) , რაც იძლევა გულის კუნთის სისხლით მომარაგების აღდგენის საშუალებას.
- გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკის კორექცია, სტანდარტული და მცირე-ინვაზიური მეთოდით, რომელიც ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ამცირებს გართულებების რისკს და ხელს უწყობს პაციენტების უსწრაფეს აღდგენას.
- ქირურგიული ჩარევები აღმავალ აორტასა და აორტის რკალზე, ასევე ოპერაციები შუასაყრისა და პერიკარდიუმის სიმსივნეების სამკურნალოდ.
- მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი ,,მედცენტრი’’ მიისწრაფვის უზრუნველყოს მაქსიმალური უსაფრთხოება და კომფორტი პაციენტებისთვის, რისთვისაც იყენებს მხოლოდ აპრობირებულ მეთოდებსა და უახლესი თაობის აპარატურას.