ცხელი ხაზი

  1. /
  2. ფილიალები

ფილიალები

კორპორაცია «მედცენტრი» აერთიანებს რამდენიმე ფილიალს, რათა მოხდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინება!
ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მყუდრო ატმოსფეროში. ?

სოლომედი

სოლომედი/SoloMed

ბათუმი, 26 მაისის ქ. N74
მობ. 555 77 44 00
ამბულატორიული ცენტრი სოლომედი: სოლომედი გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს აქცენტით კომფორტსა და ინდივიდუალურობაზე. ჩვენი მიზანია – გავხადოთ თქვენი ვიზიტი მაქსიმალურად კომფორტული და შემოგთავაზოთ პერსონალიზირებული მიდგომა თქვენი მოთხოვნების მიმართ.

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა “მედცენტრუ”

რეფერალური ჰოსპიტალი მედცენტრი

ბათუმი, ბაგრატიონის  125

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა “მედცენტრუ” – არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურებით აღჭურვილი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება.
მომსახურების ინოვაციური მეთოდებით, ჰოსპიტალი ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.
პაციენტებზე მორგებულ სამუშაო გარემოში, უწყვეტად ფუნქციონირებს, სტაციონარი 24 სთ-ის განმავლობაში, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულება და სამედიცნო სერვისი, ასევე გადაუდებელი დახმარების (ER) განყოფილება.
გადაუდებელი მედიცინის განყოფილება ხელს უწყობს კრიტიკული პაციენტების მართვისას დროული და მიზნობრივი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.
ჰოსპიტალში ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი, რომელიც ფარავს როგორც საქართველოს, აგრეთვე ამიერკავკასიის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნებს.
მედცენტრი რეფერალური ჰოსპიტალი უზრუნველყობს ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე პირის, მტკიცებულებაზე დამყარებულ სრულ სამედიცინო მომსახურებას.
აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, თანამედროვე ანგიოგრაფების ჩათვლით ჰოსპიტალი მუშაობს უახლესი მოთხოვნების შესაბამისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლებით.
.

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი

ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N33
0422 27 73 03
www.fmrc.info

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი მოიცავს ,როგორც ბავშვთა ასევე მოზრდილთა ამბულატორიულ სექტორს.
ხანგრძლივი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების დიდი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიებით, უახლესი აღჭურვილობით, ქართული კეთილგანწყობით, მოვედით დღემდე, მოვედით იმ ამბიციით, რომ ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი.
ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება რეგიონის მასშტაბით,
მოვიპოვეთ რეგიონის ნდობა და აღიარება, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

ბათუმი, ტბეთის ქ. N4
0422 25 20 08

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა აჭარის რეგიონში, თანამედროვე ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით.
კლინიკის უპირატესობა ულტრათანამედროვე აპარატურის ფართო სპექტრი და საუკეთესო ექიმებია. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსახლეობის ნდობას.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის : პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენი, სხივური თერაპია, გენეტიკური კვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მომსახურება, კლინიკური კვლევების ლაბორატორიული მომსახურება, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში მიმართულების მიხედვით კონსულტაცია/მკურნალობა.

ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება!