მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი წარმოების კომპანიების უახლესი ტექნოლოგიებით, რომელსაც გააჩნია კვლევის წარმოების სრული ავტომატიზაცია.ლაბორატორიაში საკვლევი მასალის აღება ხდება დახურული ვაკუუმური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მასალის მიღებას. ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს პაციენტის და მათი მასალების უნიფიცირებას ბარკოდებით.
მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა- და ხარისხის გარანტიას. ლაბორატორიაში ხორციელდება, მუდმივი გარე და შიდა ხარისხის კონტროლი.
ჰოსპიტალი გთავაზობთ სრული კვლევის ჩატარებას, 24 საათიან რეჟიმში, შემდეგი მიმართულებებით:
- ჰემატოლოგიური (სისხლის კლინიკური ანალიზი, რეტიკულოციტების განსაზღვრა, ანემიის დიაგნოსტიკა);
- იმუნოჰემატოლოგიური (სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა, რეზუსანტისხეულების ტიტრი, ერითროციტული ანტიგენები,);
- სისხლის შემადედებელი სისტემის ტესტები ( პროთრომბინი, INR, D–დიმერი, ფიბრინოგენი,);
- ლიპიდური პროფილი ( საერთო ქოლესტერინი და მისი ფრაქციები, ათეროსკლეროზის რისკის შეფასება);
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები და ჰეპატიტებზე გამოკვლევა (ფერმენტები-, B და C ჰეპატიტების მარკერები);
- თირკმლის და საშარდე სისტემის ლაბორატორიული ტესტები (შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინი, შარდოვანა);
- გულ–სისხლძარღვთა სისტემის ლაბორატორიული ტესტები ( ინფარქტის , იშემიის და თრომბოზის დიაგნოსტიკა);
- მინერალური ცვლა და მიკროელემენტები ( იონიზირებული და საერთო კალციუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი);
- სიმსივნური მარკერები ( სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, საშვილოსნოს, ღვიძლის, სწორი ნაწლავის, პანკრეასის, კუჭის, პროსტატის PSA და ზოგადი ონკომარკერები);
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები ( TSH, fT4, fT3, T3, T4; ანტისხეულები TPO და TG –ს მიმართ);
- ჰორმონალური სპექტრი (პროლაქტინი, კორტიზოლი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, მალუთინეზებული და ფოლიკულომასტიმულირებული ჰორმონი );
- შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ( გლუკოზატოლერანტობის ტესტი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი,მიკროალბუმინურია შარდში, ინსულინი, C-პეპტიდი,ჰომეოსტატიკური დამხმარე მოდელი HOMA index);
- სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების სკრინინგი ( აივ–ინფექცია (შიდსი), სიფილისი, ქლამიდია, ტრიქომონა, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი,);
- ალერგოლოგია (სპეციფიური ლეიკოციტოლიზის რეაქცია,საერთო იმუნოგლობულინი E/igE);
- ბაქტერიოლოგია ( სისხლის სტერილობა, ანტიბიოტიკოგრამა, შარდის ბაქტერიოლოგია, სოკოზე და ვირუსებზე გამოკვლევა);
- ციტოლოგიური ( ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის ციტოლოგიური კვლევა, ონკოლოგიური დაავადების პირველადი დიაგნოსტიკა, ექსპრეს–ტესტები);
- ჰისტოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური, გენეტიკური და მოლეკულური კვლევები.