მედცენტრში ფუნქციონირებს სისხლის ბანკი, რომელიც აღჭურვილია საუკეთესო აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით. ადგილზე ხდება სისხლის აღება, დამუშავება, შენახვა და გაცემა ყველა სტანდარტის და უსაფრთხოების ნორმის დაცვით.
სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაქციის რეკომენდაციით, უსაფრთხო სისხლის საკმარისი და საიმედო მოწოდების უზრუნველყოფა მხოლოდ რეგულარული, უანგარო დონორთა სტაბილური ბაზის შექმნის გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული დონორები წარმოადგენენ დონორობისათვის ყველაზე უსაფრთხო ჯგუფს, ვინაიდან სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი მათში დაბალია. ყველა ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6 ჯერ, სრულიად უსაფრთხოდ. თუ გაიზრდება დონორთა რიცხვი, ვინც სისხლს ყოველგვარი დაინტერესების გარეშე ჩააბარებს, გაიზრდება უსაფრთხო სისხლის მარაგიც.
სისხლის დონაცია უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია.
სისხლის ჩაბარება შეგიძლიათ თუ:
- თუ თქვენი ასაკი 18-დან 60-წლამდეა;
- თქვენი წონა 55 კგ-ზე მეტია;
- თქვენი ჰემოგლობინი ნორმის ფარგლებშია;
- თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით
- (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია)
სისხლის ჩაბარებამდე:
- ექიმი სამედიცინო კითხვარის მიხედვით გაესაუბრება დონორს;
- ხდება პირველადი სამედიცინო დათვალიერება, კეთდება მოკლე ანამნეზი, მოწმდება წონა, ტემპერატურა და პულსი;
აღებული სისხლის ნიმუშის მიხედვით განისაზღვრება:
- ჰემოგლობინი, სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორები;
- ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, დონორი გადადის დონაციის ოთახში;
გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე!