ცხელი ხაზი

მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა

კომპიუტერული ტომოგრაფია - Toshiba Aquilion ONE

კლინიკა აღჭურვილია  თანამედროვე უახლესი 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით- Toshiba Aquilion ONE (640-slice). აპარატი გამოირჩევა მაღალი გარჩევადობით, დიდი არეალის დაფარვით და სისწრაფით, რაც უზრუნველყოფს მოძრავი სტრუქტურების მკაფიო დიფერენცირებას.

კომპიუტერული კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდია,რომლის საშუალებითაც  ხდება კორონარული არტერიების დეტალური ვიზუალიზაცია. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია სისხლძარღვის ათეროსკლეროზული ფოლაქის გამოვლენა, მისი სტრუქტურის შეფასება, სტენოზის შემთხვევაში ლოკალიზაციის დადგენა და ხარისხის განსაზღვრა. ასევე გამოიყენება,როგორც სისხლძარღვების, ისე გულის თანდაყოლილი ანომალიებისა და ანატომიური თავისებურებების გამოსავლენად. აორტოკორონარული შუნტის და სტენტის მდგომარეობის შესაფასებლად.

SIEMENS 1.5 T სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი

კლინიკა აღჭურვილია ფირმა SIEMENS – ის, 1.5 T სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით.

კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:

  • თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თავის ტვინის სიმსივნეების, ინსულტის, სპეციფიური და არასპეციფიური ანთებითი – დაავადებების, განვითარების ანომალიების დიაგნოსტიკა).
  • თავის სისხლძრღვების მრ ანგიოგრაფია (ანევრიზმის, სისხლძარღვთა სტენოზის დიაგნოსტირება) – წარმოადგენს რენტგენოლოგიური ანგიოგრაფიის DSA, CT ალტერნატივას ინვაზიური ჩარევისა და მაიონიზებელი რადიაციის გარეშე).
  • ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის კვლევა (ხერხემლის სვეტის დეგენერაციული ხასიათის ცვლილებების, მალთაშუა დისკოს თიაქრის, ნევრალური ფესვების კომპრესიის, ძვლოვანი სისტემის ნეოპლაზიური და ანთებითი პროცესების, ზურგის ტვინის დაავადებათა დიაგნოსტიკა).
  • მუცლის ღრუსა და მცირე მენჯს ღრუს კვლევა (ღვიძლის, ელენთის , პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია).
  • საყრდენ-მამოძრავებელი -სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა (მყესების, იოგებისა და კუნთების ტრავმული დაზიანება,სიმსივნეების დეტალური ვიზუალიზაცია).

ცხელი ხაზი

.