ცხელი ხაზი

კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფია – TOSHIBA AQUILION ONE

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე უახლესი 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით- Toshiba Aquilion ONE (640-slice). აპარატი გამოირჩევა მაღალი გარჩევადობით, დიდი არეალის დაფარვით და სისწრაფით, რაც უზრუნველყოფს მოძრავი სტრუქტურების მკაფიო დიფერენცირებას.

კომპიუტერული კორონაროგრაფია გულის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდია,რომლის საშუალებითაც ხდება კორონარული არტერიების დეტალური ვიზუალიზაცია. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია სისხლძარღვის ათეროსკლეროზული ფოლაქის გამოვლენა, მისი სტრუქტურის შეფასება, სტენოზის შემთხვევაში ლოკალიზაციის დადგენა და ხარისხის განსაზღვრა. ასევე გამოიყენება,როგორც სისხლძარღვების, ისე გულის თანდაყოლილი ანომალიებისა და ანატომიური თავისებურებების გამოსავლენად. აორტოკორონარული შუნტის და სტენტის მდგომარეობის შესაფასებლად.

Computed Tomography