საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
29/10/2016
თამარის დასახლებაში არსებული საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული დაწესებულება დღეს ოფიციალურმა პირებმა გახსნეს. პროექტის ფარგლებში, შენობა სრულად გარემონტდა. განახლდა, როგორც სამედიცინო აპარატურა ასევე, კომპიუტერული ტექნიკაც. ცენტრს ამბულატორიული მომსახურებების გარდა, ახალი სამედიცინო მომსახურებები დაემატა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 12,000-მდე ბენეფიციარია დაზღვეული.