- ჩვენი ექიმები
- ინგა აბესაძე
კლინიკური დირექტორი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
დაამთავრა ჩიტის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, რუსეთის ფედერაცია
კლინიკური ორდინატურა -“Эндокринологичесский научний центр РАМН“- ის ბაზაზე ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია;
ასპირანტურა “Эндокринологичесский научний центр РАМН“-ის ბაზაზე ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია;
ნუტრიციოლოგია – დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება – 20 წელი.
მისი მეშვეობით რეგიონში დაინერგა და წარმატებით ხორციელდება ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ბრძოლის პროგრამა – „სიმსუქნის სკოლა“
მიღებული აქვს მონაწილეობა 40-მდე კონფერენციაში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით სრულიად რუსეთის ენდოკრინოლოგების კონგრესზე. ქ. მოსკოვი, 2006წ.
2019 IDF (დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია) კონგრესი, ქ. ბუსანი. სამხრეთ კორეა. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან IDF-ის წევრი ასოციაციების კოორდინირებული საქმიანობა – თანამშრომლობის დადებითი გავლენა“.
სამეცნიერო ხარისხი და წოდება: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გახლავთ ეროვნული პროტოკოლის თანაავტორი „ჰიპერგლიკემიის მართვა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე COVID-19-ით“. 2021 წლის მარტი.
გახლავთ 38 პუბლიკაციის ავტორი სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალებში (მათ შორის საერთაშორისო);
საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინული ასოციაციების გაერთიანება/ GUDEAS წევრი.