მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრის ნეიროქირურგიულ სამსახურში, ხდება შემდეგი ურგენტული და გეგმიური პათოლოგიების მართვა:
- ნეიროონკოლოგია_ თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვების სიმსივნეთა მიკროქირურგიული მკურნალობა;
- თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა;
- ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების ქირურგიული მკურნალობა;
- თავის ტვინის სისხძარღვოვანი პათოლოგიის ( ჰემორაგიული ინსულტი, ანევრიზმა, მალფორმაცია) მიკროქირურგიული და ენდოვასკულარული მკურნალობა;
- ჰიდროცეფალიის და ცერებრალური კისტების ოპერაციული მკურნალობა( შუნტირება)
- ხერხემლის დეგენერაციული პათოლოგიების( მალთაშუა დისკოს თიაქარი, სპონდილოლისთეზი, ხერხემლის არხის სტენოზი, არასტაბილური ხერხემალი) მიკროქირურგიული მკურნალობა, მალების რედრესაცია- ფიქსაცია , სტაბილიზაცია, პროთეზირება;
- პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანების და კომპრესიული ნეიროპათიების მიკროქირურგიული მკურნალობა;
- თავის ქალას დეფექტის პლასტიკა-კრანიოპლასტიკა;
- იშემიური ინსულტის ღია და ენდოვასკულარული ოპერაციული მკურნალობა;
- თავის ტვინის, ზურგის ტვინის და ხერხემლის ანთებითი და ინფექციური პათოლოგიების ღია ქირურგიული მკურნალობა;