ნარკოდამოკიდებულება მოზარდებში
ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ნარკოდამოკიდებულების შესახებ მოზარდებში, თუმცა გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი მოზარდებში ნარკოტიკული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალელების მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით.
– მოზარდობის პერიოდი არის ადამინის განვითრების ის ეტაპი, როცა ბავშვი გადადის ზრდასრულ ასაკში, იცვლება მისი ფსიქო-ემოციური, ჰორმალური, ფიზიოლოგიური და ფიზიკური სფეროები.
-მოზარდობის პერიოდს ახასიათებს ემოციური რყევები, ბავშვი ვერ ცნობს საკუთარ თავს, და მას უწევს ადაპტაცია როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოსთან. მას ეცვლება პრიორიტეტები, ავტორიტეტები და განიცდის სრულ ტრანსფორმაციას.
სწორედ ამიტომ მოზარდობის პერიოდი არის ყველაზე საყურადღებო პერიოდი მშობლების მხრიდან. უმრავლესობა სწორედ რომ მოზარდობის პერიოდიდან იწყებს მავნე ჩვევებისაკენ ლტოლვას.
– ამგვარად, ისინი იწყებენ ჯერ თამბაქოს მოხმარებას, ხოლო შემდეგ, რისკის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, სინჯავენ ჯერ მარიხუანას, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ფსიქომასტიმულერებელ ნივთიერებებს (ლსდ, ექსტაზი, მეფედრონი და ა.შ.)
რისკის ჯგუფში მყოფი მოზარდი ნიშნავს:
1. ადრეული ასაკიდან სიგარეტის მწეველი
2. მშობლები რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს, ნარკოტიკს ან არიან მწეველები
3. სოციალური ტრავმების მქონე მოზარდები (განქორწინებული ოჯახები, გარდაცვლილი ოჯახის წევრი, იზრდება მშობლების გარეშე)
4. თანატოლების ზეწოლა
5. მიდრეკილება მიმბაძველობისაკენ (ახასიათებს ბავშვებს ჰიპერაქტიულობის სინდრომით, რომელთაც არ ჰქონდათ დროული დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია).
– რისკის ჯგუფში მყოფი მოზარდი არ ნიშნავს განაჩენს, რისკების დროული გააზრება და პრევენცია თავიდან ააცილებს მოზარდს იმ მავნე ჩვევის შეძენას რომელსაც ნივთიერებაზე დამოკიდებულება ქვია.
ნარკოდამოკიდებულების პრევენციაში უდიდესი როლი ენიჭება მშობლის სიფხიზლეს.
– ნარკოდამოკიდებულების პრევენცია იწყება ადრეული ასაკიდან, 7-8 წლიდან, როცა მშობელი უხსნის და ესაუბრება ბავშვს მავნე ჩვევების შესახებ, მისთვის გასაგებ ენაზე. მშობლის მხრიდან საუბარი უნდა ატარებდეს მუდმივ ხასიათს, ბავშვის ზრდა-განვითრებასთან ერთად და ასევე მშობელი უნდა ზრდიდეს მიწოდებულ ინფორმაციას მავნე ჩვევების შესახებ. მაგალითად თუ ბავშვი უკვე გეკითხებათ ვინმე პერსონაზე, რომ ის იყო მთვრალი მაგრამ ალკოჰოლის სუნი არ ჰქონდა, ბავშვი უკვე მზადაა მიიღოს მცირედი ინფორმაცია ნარკოტიკების და მათი გვერდითი მოვლენების შესახებ.
– სხვა ქვეყნების მაგალითით პრევენციაში ჩართული უნდა იყოს ასევე განათლების სამინისტრო.
აკრძალვისა და დაშინების მეთოდი არ ამართლებს, პირიქით მოზარდს ხელს უწყობს დეპრესიისა და სუიციდალური აზრებისაკენ.
თუ მოზარდს აღენიშნება სწავლაში ჩამორჩენა, შეექმნა პრობელემები სკოლაში მასწავლებლებთან, თანატოლებთან, ასევე ის ხშირად არის გაუგებარი საქმით დაკავებული და სულ სადღაც მიეჩქარება, გაუჩნდა მშობლებისგან საიდუმლო „საქმეები“, აქვს „ემოციური საქანელები“, ერთი დღე უჩვეულოდ კარგ განწყობაზეა, ხოლო მოერე დღეს დეპრესიულია, მოწყენილი ან აგრესიული, ჩხუბობს ან ჩაკეტილია თავის ოთახში, აქვს დარღვეული ძილი, მშობელს უნდა გაუჩნდეს ეჭვი, რომ მოზარდს აქვს ნარკოდამოკიდებულების პრობლემა.
– და ბოლოს, რა არის ნარკოტიკი ? ნარკოტიკული ნივთიერებები არის მედიცინაში გამოყენებადი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ადამიანის ორგანიზმის მოდუნებას, დაძინებას და კომას. ისინი გამოიყენება ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად და ოპერაციების ჩასატარებლად.
თუმცა ნარკოტიკებმა გაარღვია მედიცინის საზღვრები და დღეს ისინი გვევლინება როგორც მომაკვდინებელი და ადამიანის, როგორც სოციალური არსების გამანადგურებელ საშუალება. ვინაიდან ნარკოტიკები მოქმედებენ თავის ტვინის ფუნქციებზე და მათში იწვევენ შეუქცევად ცვლილებებს, ასევე მოქმედებენ შინაგან ორგანოებზე, იწვევენ მათ ქრონიკულ დაავადებებს და დისფუნქციას, ჭარბი დოზირების შემთხვევაში კი უეცარ სიკვდილს.
– ნარკოტიკული ნივთიერებები, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში დაწყებული მათი გასინჯვა და მოხმარება, იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას, აჩერებს მოზარდის ზრდა-განვითარებას.
პრობლემის დროული ამოცნობა, დროული გააზრება და სიფხიზლე თავიდან აგვარიდებს იმ დიდ პრობლემებს, რომელსაც იწვევს ნარკოტიკების მოხმარება.
ნარკოდამოკიდებულება განკურნებადია, სრულ რეაბილიტაციას ესაჭიროება 2 დან 5 წლამდე პერიოდი.
– და ბოლოს, ცნობიერების ამაღლება იმ რისკებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ახდენს გავლენას მოზარდებში ნარკოტიკული დამოკიდებულების გაჩენაზე, წარმოდგენს მათი პროფილაქტიკის გასაღებს. მნიშვნელოვანია შეიქმნას მხარდამჭერი და გულისხმიერი გარემო, როდესაც მშობლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მთლიანად საზოგადოებას შეეძლებათ იმოქმედონ ერთობლოვად ახალგაზდებში ნარკოტიკების მოხმარების თავიდან ასაცილებლად.
ექიმი: ირინა ქოქოლაძე