რა არის სპირომეტრია?
სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის არაინვაზიური და ეფექტური მეთოდია.
სპირომეტრიისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა – სპირომეტრი.
კომპიუტერული სპირომეტრია ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გრაფიკული რეგისტრაციისა და მიღებულ სპიროგრამაზე პათოლოგიური პროცესის არსებობის ობიექტური შეფასების, დარღვევის ტიპისა და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობა.
სპირომეტრიის ჩვენებებია:
* ქრონიკული ან მორეციდივე ხველა და/ან ნახველი
* დისპნოე
* ქოშინი
* ხმაურიანი სუნთქვა
* ჰაერის უკმარისობა
* შრომის უნარის დაქვეითება
* ამოსუნთქვისა და/ან ჩასუნთქვის გაძნელება
* მწეველობა > 40 წლის
* რისკის ფაქტორები როგორიცაა მწეველობა, გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები.
* ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელ გართულებათა რისკის შეფასება
* ბრონქო-პულმონური დაავადებების მართვა, სიმძიმის შეფასება
* მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი.
კვლევა მარტივი და უსაფრთხოა. მისი გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, ინიშნება ექიმი სპეციალისტის მიერ.
ექიმი: თერაპევტი ჯამილა ფარტენაძე