ტრენინგი თემაზე – ჭარბი წონა და მისი მკურნალობის მეთოდები
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის და ჰოსპიტალ მედცენტრის ორგანიზებით, 10 დეკემბერს მედცენტრში გაიმართა ტრენინგი თემაზე – ჭარბი წონა და მისი მკურნალობის, როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული მეთოდები (სიმსუქნე და ბარიატრიული ქირურგია). ტრენინგზე მოხდა განხილვა საყლაპავის თიაქრის ოპერაციული მკურნალობის მცირე ინვაზიური მეთოდების.
მომხსენებლები იყვნენ:
მერაბ კილაძე – კლინიკა ,,კარაპსმედლაინის”ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჯანმრთელიბის სამინისტროს ექსპერტი ქირურგი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ქირურგიული ასოციაციის პრეზიდენტი.
ინგა აბესაძე – ენდოკრინოლოგიური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი.
სასიამოვნო სიახლე!
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბატონი მერაბ კილაძე, 2017 წლიდან უკვე ჰოსპიტალ მედცენტრში ჩაატარებს ოპერაციებს.