როგორ მოვემზადოთ მამოგრაფიისთვის, რა უნდა ვიცოდეთ
08/10/2024
ხარისხიანი მამოგრაფიისთვის საჭიროა ვიცოდეთ მარტივი მარგამ ძალიან სასარგებლო წესები:
- შეარჩიეთ ციკლის პერიოდი: მამოგრაფიის გადაღება უმჯობესია ციკლის დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში, მაშინ უფრო ნაკლებად მტკივნეულია. თუმცა ხარისხზე ციკლის პერიოდი არ მოქმედებს და მხოლდო ამის გამო არ გადადოთ თუკი არ ემთხვევა.
- კოსმეტიკა: დილით ეცადეთ არ გამოიყენოთ იღლიის მიდამოში კოსმეტიკური საშუალებები და დეოდორანტები. მათში არის მცირე ნაწილაკები, რომლებმაც შეიძლება სურათის ხარისხზე იმოქმედოს.
- ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი რომ შეძლოთ ზედა ნაწილის გახდა გადაღებისას, რადგან მამოგრაფიისთვის წელს ზემოთ გაშიშვლება დაგჭირდებათ
- მიაწოდეთ ლაბორანტს ინფორმაცია: მამოგრაფიის წინ აუცილებლად უთხარით ლაბორანტს თუკი რაიმე ცვლილებები შეამჩნიეთ ძუძუში, ან თუკი რაიმე ოპერაცია ჩაგიტარებიათ ადრე. ეს ექიმს დაეხმარება შემდგომ სურათების ზუსტ შეფასებაში
- წინა კვლევები: თუკი ჩაგიტარებიათ ადრე სკრინინგი, აუცილებლად წამოიღოეთ წინა კვლევების შედეგები და ძალიან კარგი იქნება ასევე დისკებიც თუკი გექნებათ თან. ასე ექიმს საშუალება ექნება წინა მონაცემებთან შედარების და ეს გაცილებით უფრო გაზრდის სკრინინგის ხარისხს
- ორსულობა: თუკი ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან თუკი ძუძუს აწოვებთ, შეატყობინეთ ლაბორანტს, რადგან ამ შემთხვევაში მამოგრაფიის გადაღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.
როგორ ტარდება პროცედურა ჩვენთან: ბათუმის მამოლოგიის ცენტრში მამოგრაფია ტარდება ყველაზე თანამედროვე აპარატით, მინიმალური სხივური დატვირთვთს და ამიტომ გამოკვლევა არის უსაფრთხო და კომფორტული!