თქვენს ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა მედცენტრის პერსონალის უმთავრესი ამოცანაა.
თქვენი, როგორც პაციენტის, უფლებები ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ), ასევე, შიდა ბრძანებით “შ.პ.ს. „მედცენტრის პაციენტის უფლებების დაცვის შესახებ“
ჩვენს კლინიკაში, თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ უფლება:
- წინასწარ გაეცნოთ და შეუზღუდავად გამოიყენოთ ყველა მონიჭებული უფლება;
- მოითხოვოთ თქვენი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა,თავაზიანად და პატივისცემით მოპყრობა;
- მიიღოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიწოდების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
- ისარგებლოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით;
- გქონდეთ ნათელი და ამომწურავი ინფორმაცია თქვენი დიაგნოზის, დაგეგმილი მკურნალობის და სამკუნალო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
- უზრუნველყოფილი იქნეს თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ჩართულობა მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
- მიიღოთ ინფორმაცია ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ, ასევე, განზრახული სამედიცინო მომსახურების, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის თაობაზე;
- დაცული იქნეს თქვენს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა;
- დაცული იქნეს თქვენს შესახებ არსებული (როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდზე არსებული) სამედიცინო ჩანაწერების კონფიდენციალობა;
- მიიღოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, მედცენტრის მიერ პაციენტთათვის დადგენილი ქცევის წესების შესახებ;
- უარი განაცხადოთ რომელიმე კონკრეტული სახის ან ზოგადად სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულს;
- გამოთქვათ უკმაყოფილება ან/და შენიშვნები გაწეული მომსახურების თაობაზე. ნუ იფიქრებთ, რომ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს შემდგომ მკურნალობაზე.
- მოითხოვოთ წერილობითი პასუხი.
- მოითხოვოთ, რომ თქვენი ოჯახის წევრისათვის/კანონიერი წარმომადგენელისათვის მიწოდებული იქნეს ინფორმაცია მედცენტრში თქვენი ვიზიტის შესახებ, ან პირიქით, არ იქნას მიწოდებული მათთვის ასეთი ინფორმაცია;
- მოითხოვოთ, რომ არ იქნას გავრცელებული ინფორმაცია მედცენტრში თქვენი ვიზიტის შესახებ.
- გამოიყენოთ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის სატელეფონო, ელექტრონული ფოსტა, შეხვედრა ვიზიტორებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თქვენს მკურნალ ექიმს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს;
- მოითხოვოთ თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი;
- მიიღოთ ადექვატური მკურნალობა ტკივილის კონტროლისათვის.
თუ მიგაჩნიათ, რომ დარღვეული იქნა ან შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლებები დარეკეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზზე, შემდეგ ნომერზე : 599 014 646 ან მოგვწერეთ კლინიკის მეილზე : info@medcenter.ge
მედცენტრი ამაყობს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების ტრადიციითა და პაციენტისათვის კომფორტული, მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ატმოსფეროს შექმნის გამოცდილებით. ჩვენ ვიცით, რომ აუცილებელია პაციენტისა და სამედიცინო გუნდის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა, რათა მიღწეული იქნას საერთო მიზანი – ეფექტური მომსახურება და მკურნალობის მაქსიმალური შედეგი. იმისათვის, რომ პაციენტმა უკეთ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობის წილი მისივე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მედცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებას და გათვითცნობიერებას მათი პასუხისმგებლობის შესახებ.
თქვენი ჯანმრთელობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად, ჩვენი ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამიტომ, გთხოვთ:
- მოგვაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია ადრე გადატანილი დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისა და ქირურგიული ჩარევების შემთხვევების, მოხმარებული მედიკამენტების, მავნე ჩვევების და თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;
- ითანამშრომლოთ თქვენს მომსახურე პერსონალთან და თავისუფლად დასვათ შეკითხვები, მოწოდებულ ინფორმაციასთან ან თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერი საკითხთან დაკავშირებით;
- დაეხმაროთ ექიმს, ექთანს და სხვა პერსონალს გაგიწიონ მომსახურება სტანდარტებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. იცოდეთ, რომ თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა თქვენსავე ქმედებებზე, მკურნალობაზე უარის თქმის, ან ექიმის მითითებების დარღვევის შემთხვევაში;
- დაიცვათ მედცენტრის მიერ დადგენილი წესები და რეგულაციები, და ასევე, დარწმუნდეთ, რომ თქვენი მნახველებიც იცავენ მათ;
- გაითვალისწინოთ სხვა პაციენტთა ინტერესები, და თვალყური ადევნოთ, რომ თქვენი მნახველებიც ითვალისწინებდნენ ამ ინტერესებს. ბევრი მნახველი ან ზედმეტი ხმაური შესაძლოა ძლიერ შემაწუხებელი აღმოჩნდეს სხვა პაციენტისათვის.
- გამოცხადდეთ ექიმთან დანიშნულ დროს. ხოლო, თუ ვერ ახერხებთ მოსვლას, წინასწარ დარეკოთ მედცენტრში და გააფრთხილოთ თქვენი ექიმი.
- პატივი სცეთ და გაუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანებისა და მედცენტრის ქონებას;
- მიიღოთ ზომები თქვენი პირადი ნივთების დასაცავად და ითანამშრომლოთ მედცენტრის პერსონალთან ამ მიზნით. გთხოვთ, შინ დატოვოთ ძვირფასი ნივთები, ან გაატანოთ ისინი ოჯახის წევრებს. ერთი პალატიდან მეორეში თქვენი გადაყვანისას, შესაძლებელია ცალკეული პირადი ნივთი არასწორად იქნეს განთავსებული ამიტომ, თუ აუცილებლად მიგაჩნიათ მედცენტრში ყოფნის მანძილზე ისინი თან იქონიოთ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექთანს, რომელიც უზრუნველყოფს მათ დროებით შენახვას სეიფში.
- უზრუნველყოთ ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო რეკომენდაციების შესრულება და შეატყობინოთ მას ნებისმიერი ცვლილების შესახებ მედცენტრიდან გაწერის შემდგომ პერიოდში;
- თუ გაწუხებთ ტკივილი, შეატყობინოთ თქვენს ექთანს ან ექიმს;
- დროულად გადაიხადოთ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური და უზრუნველყოთ ინფორმაციის მოწოდება სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის პროცესისათვის.
- თავისუფლად დასვათ შეკითხვები, თქვენი მომსახურების ანგარიშთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- თუ თან გაქვთ საგნები, რომელიც საჭიროებს ელექტროქსელთან მიერთებას, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექთანს, მათი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად;
თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი, როგორც პაციენტის უფლებებთან დაკავშირებით, ან გსურთ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული საკითხის განმარტება, გთხოვთ დაუკავშირდეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზს, ნომერზე : 599 014 646 ან მოგვწერეთ კლინიკის მეილზე : info@medcenter.ge
თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება თქვენს უფლებებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ მიმღების მენეჯერს და/ან მოითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტები.