სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა – ეს არის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი, რომელიც იძლევა სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების, კისტოზური წარმონაქმნების, მასტოპათიის და ანთებითი პროცესების გამოვლენის საშუალებას. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 40 წლამდე ასაკის ქალებისთვის, ვინაიდან ის უფრო ეფექტურია სარძევე ჯირკვლის მკვრივი ქსოვილის გამოკვლევისთვის. ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმოადგენს მამოგრაფიის შემდეგ დამატებით კვლევას და იძლევა დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მამოგრაფიის შედეგები არაერთგვაროვანია ან მოითხოვს დამატებით კვლევებს. Medcenter-ში ეს პროცედურა ტარდება მაღალი სიზუსტით და უზრუნველყოფს სწრაფ შედეგებს თანამედროვე მკურნალობისთვის.