ფილიალები:
პუშკინის 118
პუშკინის 118

პლასტიკური ქირურგია

ჩვენი კლინიკის ბაზაზე წარმატებულად ფუნქციონირებს პლასტიკური ქირურგიის მიმართულება, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სპეციალისტი თეიმურაზ ქობულაშვილი. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პაციენტები იღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და ყურადღებიან დამოკიდებულებას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და მივისწრაფვით უწყვეტი განვითარებისკენ, რათა უზრუნველვყოთ თქვენთვის საუკეთესო შედეგები და მაქსიმალური კომფორტი.

ჩვენი მიზანი არ არის ადამიანის საოპერაციოში შეყვანა, არამედ ჩვენი მიზანია თავიდან ავარიდოთ ადამიანს საოპერაციოში მოხვედრა, თუ ოპერაცია ბედნიერებას და სიხარულს არ მოუტანს!

პლასტიკური ქირურგია – ეს არის სერიოზული და აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება, რომლის მიღება არ ღირს ნაჩქარევად. ჩვენი მიზანია – არა უბრალოდ ოპერაციის ჩატარება, არამედ ისეთი შედეგის მიღება, რომ სხვა ექიმებსაც შეშურდეს! ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ შედეგზე, არამედ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. ჩვენ ხელს ვკიდებთ მხოლოდ ნამდვილად აუცილებელ შემთხვევებს, როდესაც ოპერაციას შეუძლია მხოლოდ რეალური სარგებლობის მოტანა. შესრულებული სამუშაოს ხარისხი აჭარბებს ყველა მოლოდინს ჩვენი ქირურგის მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით. ჩვენ ვიცავთ პაციენტის მოლოდინების იდეალიზაციის თავიდან არიდების პრინციპს, რათა უზრუნველვყოთ მართლა რეალური და კარგი შედეგები. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, ნახეთ ბევრი სურათი რეალური პაციენტევისა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო თქვენი ჯანმრთელობისთვისა და კეთილდღეობისთვის.

თუ თქვენ მაინც მიიღეთ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შესახებ, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ შემდეგი მომსახურება:

  • კონსულტაცია გამოცდილ სპეციალისტებთან: თქვენი სურვილების დაწვრილებითი განხილვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და ოპტიმალური მეთოდის შერჩევა.
  • ქირურგიული მომსახურება: ოპერაციების ფართო სპექტრი.
  • პოსტოპერაციული დაკვირვება: პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მხარდაჭერა. ოპერაციის შემდეგ სწრაფი და კომფორტული აღდგენის უზრუნველსაყოფად.
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: კონსულტაციები ფსიქოლოგებთან თქვენი ემოციური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

ჩვენ ვიძლევით თქვენი ჯანრმთელობისა და თქვენი ბუნებრივი სილამაზის სრულყოფის მიმართ პროფესიული მიდგომისა და ზრუნვის გარანტიას.

Გადმომირეკე

    ბლეფაროპლასტიკა

    ქუთუთოების ქირურგია

    2500-3000 GEL

    სახის, კისრის პლასტიკური ქირურგია

    ფეისლიფტინგი

    10000 GEL

    მკერდის შემცირება

    10000 GEL

    მკერდის გადიდება იმპლანტანტებით

    6000 GELპლიუს იმპლანტების ღირებულება (3200 ლარი)

    მკერდის ლიფტინგი

    10000 GEL

    აბდომინოპლასტიკა

    10000-20000 GEL

    რინოპლასტიკა

    6000 GEL

    ლიპოსაქცია (ზოგადი)

    2000-5000 GEL

    ყურების პლასტიკა

    4000 GEL

    ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს ჩვენთან ყოფნის კომფორტულ პირობებსა და მომსახურების მაღალ დონეს. ჩვენი პალატები უზრუნველყოფს კომფორტს ,აღდგენისთვის ოპტიმალურ პირობებს. ჩვენი საოპერაციოები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც იძლევა ოპერაციების მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას. ჩვენ ასევე ვამაყობთ ჩვენი სერვისით: ყურადღებიანი და მზრუნველი პერსონალი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ თქვენი კლინიკაში ყოფნის თითოეულ ეტაპზე. თქვენი მყუდროება და ჯანმრთელობა – ჩვენი პრიორიტეტია.

    ჩვენს ცენტრში არაფერია შეუძლებელი: ჩვენ გვაქვს წვდომა ნებისმიერ თანამედროვე აპარატურაზე. თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად საყურადღებოა არა მხოლოდ აღჭურვილობის დონე, არამედ ექიმების პროფესიონალიზმიც.

    ჩვენ გვესმის, რომ მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი და არა უბრალოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიების არსებობა. ჩვენი გუნდი იყენებს შემოწმებულ მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რათა უზრუნველყოს საუკეთესო საბოლოო შედეგი. თუ თქვენ ეძებთ მართლა ხარისხიან შედეგს, მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვედით.

    Გადმომირეკე

      თქვენი კომფორტისთვის ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციის გავლას ფოტოსურათის მეშვეობით. გამოგვიგზავნეთ ფოტო და მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ესტუმროთ ჩვენს ცენტრს პირადი გასინჯვისთვის ექიმ შორენა ზოსიძესთან. ჩვენ მივისწრაფვით გავხადოთ თქვენთვის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული.

      ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ახლავე და მიიღეთ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სახლიდან გაუსვლელად.

      ჩვენი ჰოსპიტალის უპირატესობა

      • ადგილმდებარეობა
      • პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა
      • ყველა სახის მაღალტექნოლოგიური,უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
      • ულტრათანამედროვე აპარატურა
      • მაღალკვალიფიციური პერსონალი
      • სასიამოვნო გარემო

      Გადმომირეკე