ცხელი ხაზი

მამოლოგიის განყოფილება

 მამოლოგიის განყოფილება მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში “მედცენტრი”  სთავაზობს თავის პაციენტებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს. განყოფილება აღჭურვილია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური ტექნიკითა და მეთოდებით, რომლებიც საქართველოში, მხოლოდ ჩვენს ჰოსპიტალშია. ჩვენ ვიყენებთ უახლეს აპარატურას ჩვენი პაციენტებისთვის საუკეთესო მოვლის უზრუნველსაყოფად. განყოფილება ფუნქციონირებს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მამოლოგისა და ონკოლოგის ექიმ თემურ გოგიტიძის ხელმძღვანელობით. მამოლოგიის დარგში ექსპერტად აღიარებული ექიმი გოგიტიძე ასწავლის კოლეგებს სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მოწინავე მეთოდებს. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საუკეთესო მკურნალობა და მოვლა.

მამოლოგიის შესახებ

სარძევე ჯირკვალი – ქალურობისა და დედობის მარადიული სიმბოლოა, ქალის სხეულის ყველაზე ნაზი და მოწყვლადი ნაწილია. მამოლოგია – ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს სარძევე და გულმკერდის ჯირკვლების დაავადებების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა გამოვიყენოთ მოწინავე ტექნოლოგიები და ყველაზე თანამედროვე მეთოდები სარძევე ჯირკვლის კიბოს მაქსიმალურად ადრეული დიაგნოსტიკის უზრუნველყოფისთვის და ამით გადავარჩინოთ უფრო მეტი ადამიანი და გავაუმჯობესოთ ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხი.

თემურ გოგიტიძე.

ონკოლოგი, მამოლოგი, მამოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

სტატისტიკა

2021 წელს სულ ჩატარდა 250129 ოპერაცია, აქედან 3334 სარძევე ჯირკვალზე. სულ გამოვლინდა კიბოს 10432 ახალი დიაგნოზი, საიდანაც 1640 იყო სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში (სჯკ). ამ შემთხვევებიდან 1000 (67%) მოდის აქტიურ ასაკზე 30-დან 70 წლამდე.

სარძევე ჯირკვლის კიბო იკავებს მნიშვნელოვან ადგილს საქართველოში ონკოლოგიური დაავადებებისგან სიკვდილიანობის სტრუქტურაში და შეადგენს ქალებში კიბოსგან გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით 17%-ს. ეს ხდის მას ქვეყნის მდედრობითი სქესის მოსახლეობაში ონკოლოგიური სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად.

საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო შეადგენს ქალებში კიბოს ახალი შემთხვევების 30%-ს, 1640 ახალი შემთხვევა ყველა ლოკალიზაციის 5400 შემთხვევიდან. ამ ახალი შემთხვევებიდან 656-ს (40%-ს) დიაგნოსტირება მოხდა გვიან სტადიებზე (მე-3 და მე-4), ხოლო მხოლოდ 328 (20%) გამოვლენილია პირველ სტადიაზე.

მსოფლიოში ყოველი მერვე ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ავადდება სარძევე ჯირკვლის კიბოთი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელს მსოფლიოში დაახლოებით 487,5 მილიონი ქალი ეჯახება ამ დიაგნოზს თავის ცხოვრებაში.

სერვისები

ჩვენს ექიმ-მამოლოგებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და ისინი მზად არიან გაგიწიოთ კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია სარძევე ჯირკვლის დაავადებებთან. ჩვენი სპეციალისტები ატარებენ ზუსტ დიაგნოსტიკას და აქვთ უნიკალურ შემთხვევებთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას და ყურადღებას თითოეულ პაციენტს, მათ შორის ბავშვის ძუძუთი კვების დროს სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ჩვენ აღჭურვილები ვართ General Electric-ის უახლესი მამოგრაფით, რომელიც უზრუნველყოფს დასხივების მინიმალურ დოზას და დიაგნოსტიკის მაქსიმალურ სიზუსტეს. მამოგრაფია ომოსინთეზით იძლევა მოცულობითი 3D გამოსახულების შექმნის საშუალებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პათოლოგიების ადრეული აღმოჩენის შანსებს. ეს არის დიაგნოსტიკის პირველი მეთოდი 40 წელზე უფროსი ასაკის ქალბატონებისთვის და სიმპტომების არსებობის დროს.

სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა – ეს არის დიაგნოსტიკის უსაფრთხო, უმტკივნეულო და მაღალი სიზუსტის მქონე მეთოდი, რომელიც იძლევა ადრეულ სტადიებზე სხვადასხვა პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას. ჩვენი ულტრაბგერითი აპარატები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ზუსტ შედეგებს და მოლოდინის მინიმალურ დროს. ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი ელასტოგრაფია იძლევა ქსოვილების სიმკვრივის განსაზღვრის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ავთვისებიანი პროცესების დიაგნოსტიკას.

ჩვენი სპეციალისტები ატარებენ ყველა სახის ბიოფსიას, მათ შორის წვრილნემსიან, COR-ბიოფსიასა და ვაკუუმ-ბიოფსიას. ეს მეთოდები იძლევა დაავადებების ზუსტად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მინიმალური ჩარევებით ჩატარების საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ ვაკუუმ- ბიოფსიას და რეზექციას (VAB) – სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების და სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. პროცედურა იკავებს მხოლოდ 10-15 წუთს, ტარდება ნარკოზის გარეშე და არ ტოვებს ჭრილობას და ნაწიბურებს. ვაკუუმ რეზექცია ინარჩუნებს სარძევე სადინარებსა და მკერდის ფორმას, უზრუნველყოფს პაციენტების ფსიქოლოგიურ კომფორტს. ეს მეთოდი არ მოითხოვს სტაციონარულ მკურნალობას და ხშირად არის ოპერაციის სრული შემცვლელი.

ჩვენი გთავაზობთ სარძევე ჯირკვლის კიბოს მედიკამენტოზური მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიას. ჩვენი პაციენტები იღებენ მკურნალობას მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გამოცდილი ონკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. თავის კანის გაგრილების სისტემის (Scalp Cooling) გამოყენება იძლევა თმის შენარჩუნების საშუალებას ქიმიოთერაპიის დროს და ჩვენ პირველები ვართ საქართველოში და ერთადერთები აჭარაში, ვინც გთავაზობთ აღნიშნულ მომსახურებას. ჩვენს კლინიკაში შექმნილია ყველა პირობა პაციენტების კომფორტისთვის: მოსახერხებელი სავარძლები, პირადი სივრცე, მაჩვენებლების მონიტორინგი უახლესი მოწყობილობებით და წამლების მომზადების მაქსიმალურად ზუსტი და უსაფრთხო სისტემა.

ჩვენი ვასრულებთ ყველა სახის ოპერაციას სარძევე ჯირკვალზე, მათ შორის პლასტიკურ ქირურგიასაც. ჩვენი ქირურგები მუშაობენ არა მხოლოდ სიმსივნის მოცილებაზე, არამედ იმაზეც, რომ მიანიჭონ ნაოპერაციებ მკერდს ესთეტიკური იერსახე. ონკოპლასტიკური ოპერაციები ტარდება მაქსიმალური ზრუნვით სარძევე ჯირკვლის გარეგნულ იერსა და ფუნქციონალურობაზე. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგი მინიმალური დანაკარგებით პაციენტებისთვის, გავაერთიანოთ კიბოს სიმსივნეების მოცილება და ორგანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენა.

თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გუნდი არა მხოლოდ გადაარჩენს მრავალი მანდილოსნის სიცოცხლეს, არამედ გიბიძგებთ თქვენ დროული დიაგნოსტიკისკენ.

იმისათვის, რომ იყოთ დარწმუნებული საკუთარ ჯანმრთელობაში და არ დაუშვათ კიბოს განვითარების გვიანი სტადიები, გაიარეთ გამოკვლევა დროულად. ეს არის ერთადერთი წესი.

გამოკვლევების რეკომენდაციები

მამოგრაფია: დაწყება რეკომენდებულია 40 წლიდან და ჩატარება საჭიროა ყოველწლიურად
ულტრაბგერითი გამოკვლევა: რეკომენდებულია 40 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის ან როგორც დამატებითი გამოკვლევა მამოგრაფიასთან ერთად სარძევე ჯირკვლის მკვრივი ქსოვილის შემთხვევაში.
მკერდის თვითგამოკვლევა: რეკომენდებულია რეგულარულად, წელიწადში რამდენჯერმე 20 წლის ასაკიდან.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სარძევე ჯირკვლების ნებისმიერი ცვლილების დროს მაშინვე უნდა მიმართოთ სპეციალისტს. სწორი დიაგნოზის დასმა შეიძლება მხოლოდ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში!

თვითმკურნალობა დაუშვებელია!