ფილიალები:
ბაგრატიონის 125
ბაგრატიონის 125

მედცენტრის ღვიძლის ტრანსპლანტაციის განყოფილება

მედცენტრში ფუნქციონირებს ქვეყნის მაშტაბით წამყვანი ღვიძლის ტრანსპლანტაციის განყოფილება, რომელიც ამ სფეროში წარმატებული მუშაობის 10 წელს ითვლის

ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებულია საქართველოში პირველი ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რითაც საფუძველი ჩაეყარა ღვიძლის ტერმინალური დაზიანების დროს ტრანსპლანტაციის გზით მკურნალობას

ამ ხნის  განმავლობაში  ჩვენს მიერ ჩატრებულია 100- ზე მეტი  ღვიძლის წარმატებული  ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორისაგან, რამაც  შეგვიქმნა    დარგში წამყვანი ცენტრის რეპუტაცია   რეგიონის მასტაბით. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინსტრუმენტული და ლაბორატორიული  ტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას პრე და პოსტოპერაციული კვლევები ჩავატაროთ მაღალ დონეზე

პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე  ხელმძღვანელობს ტრანსპლანტაციის გუნდს

ჩვენ ვუზრუნველყოფთ  ყოვლისმომცველ მხარდაჭერას მკურნალობის ყველა ეტაპზე, როგორც პრეოპერაციული მომზადებისას, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. პაციენტები კომფორტულ საპალატე სივრცეში   გადიან მკურნალობას

ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო მოღვაწეობაში. ვაქვეყნებთ სტატიებს  წამყვან სამედიცინო ჟურნალებში და  ვმონაწილეობთ მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმებში, ვაკეთებთ მოხსენებებს    ჩვენი ცენტრის ნოვატორული მიღწევების შესახებ

ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვგეგმავთ საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარებას, წლის ბოლოსათვის კი  საქართველოში პირველად დონორის ლაპაროსკოპიულ  ჰეპატექტომიას, რაც    მნიშვნელოვანი  წინსვლა იქნება როგორც ოპერაციის დროის შემცირების, ასევე  პოსტოპერაციული   რეაბილიტაციის  მხრივ

მედცენტრი რჩება  სამედიცინო ინოვაციების წინ ხაზზე, ისწრაფვის მიაწოდოს პაციენტებს მკურნალობა და მზრუნველობა ყველაზე მაღალი    სტანდარტით

Გადმომირეკე

    ბაგრატიონის 125
    კახაბერ ქაშიბაძე

    კახაბერ ქაშიბაძე

    ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის განყოფილების უფროსი, ტრანსპლანტაციის სამსახურის უფროსი
    სრულად

    ჩვენი ჰოსპიტალის უპირატესობა

    • ადგილმდებარეობა
    • პაციენტისთვის წინასწარი ჩაწერის სისტემა
    • ყველა სახის მაღალტექნოლოგიური,უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები
    • ულტრათანამედროვე აპარატურა
    • მაღალკვალიფიციური პერსონალი
    • სასიამოვნო გარემო

    Გადმომირეკე

      Გადმომირეკე