მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
კლინიკა აღჭურვილია ფირმა SIEMENS – ის, 1.5 T სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით.
კლინიკა აღჭურვილია ფირმა SIEMENS – ის, 1.5 T სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით.
თავის სისხლძრღვების მრ ანგიოგრაფია (ანევრიზმის, სისხლძარღვთა სტენოზის დიაგნოსტირება) – წარმოადგენს რენტგენოლოგიური ანგიოგრაფიის DSA, CT ალტერნატივას ინვაზიური ჩარევისა და მაიონიზებელი რადიაციის გარეშე).
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თავის ტვინის სიმსივნეების, ინსულტის, სპეციფიური და არასპეციფიური ანთებითი – დაავადებების, განვითარების ანომალიების დიაგნოსტიკა).
ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის კვლევა (ხერხემლის სვეტის დეგენერაციული ხასიათის ცვლილებების, მალთაშუა დისკოს თიაქრის, ნევრალური ფესვების კომპრესიის, ძვლოვანი სისტემის ნეოპლაზიური და ანთებითი პროცესების, ზურგის ტვინის დაავადებათა დიაგნოსტიკა).
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯს ღრუს კვლევა (ღვიძლის, ელენთის , პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია).
საყრდენ-მამოძრავებელი -სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა (მყესების, იოგებისა და კუნთების ტრავმული დაზიანება,სიმსივნეების დეტალური ვიზუალიზაცია).