ეროვნული სკრინინგ პროგრამა
სკრინინგი გულისხმობს ასიმპტომური, ჯანმრთელი კონტიგენტის გამოკვლევას, მისი მიზანი დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა. ითვლება, რომ რაც უფრო ადრე მოვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოსავალიც უფრო კეთილსაიმედო იქნება. ეფექტური სკრინინგი ამცირებს კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას.
რა სახის სკრინინგ პროგრამები ხორციელდება კლინიკაში და ვის შეუძლია ამ პროგრამებით სარგებლობა?
სკრინინგში მონაწილეობა შეუძლია რეგიონებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფების განსაზღვრით.
სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს:
- ძუძუს კიბოს სკრინინგს-40-დან 70 წლის ჩათვლით. რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევასა ორ პროექციაში და მამოლოგიურ გასინჯვას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში , უფასოა ძუძუს ექოსკოპია,ციტოლოგიური კვლევა.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს -25 დან 60 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ-ტესტს. საჭიროების დადასტურების შემთხვევაში უფასოა კოლპოსკოპიაც (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული კვლევა), აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა.
სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია უფასოდ სამ წელიწადში ერთხელ.
- პროსტატის კიბოს სკრინინგს-50 დან 70 წლის ჩათვლით. რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას.
პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება წელიწადში ერთხელ;
- კოლორექტალური კიბოს სკრინინგს (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა) 50 დან 70 წლის ჩათვლით. რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს პოზიტიური პასუხის შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპიაც; აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა.
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.
ქ. ბათუმიის მერიის დაფინანსებით მოქმედებს პროგრამა ,,ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია“
პროგრამით გათვალისწინებულ სკრინინგში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქ.ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებს.
- ძუძუს კიბოს სკრინინგი 30 დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ .
- 25-დან 30 წლამდე ასაკის ქალებისათვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია;
ონკო მარკერებით გამოკვლევა;
- – სარძევე ჯირკვალი CA-15,3
- – საკვერცხეების Ca- 125
- – ფარისებრი ჯირკვლის Tg
ფილტვის კიბოს სკრინინგი:
- ქალები 50-60 წლამდე;
- მამაკაცები 50-65 წლამდე.