MedСenter + Total Charm
პლასტიკური ქირურგია წარმოადგენს მნიშვნელოვან და პროგრესულ მიმართულებას ჩვენი თანამედროვე მედიცინის სფეროში. Total Charm – ჩვენი საიმედო პარტნიორია. Total Charm – პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელი. 24 წლიანი გამოცდილებით Total Charm-მა მოიპოვა პაციენტებსა და კოლეგებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გამორჩეული კლინიკის რეპუტაცია.
მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში მოღვაწეობს Total Char-ის გამოჩენილი ექიმების გუნდი, რომელთა შორის არიან ერიკ აზიზიანი, ნატო კაკაბაძე და კონსტანტინე სულამანიძე.
ასევე ჩვენ გვაქვს უფასო ონლაინ-კონსულტაციები, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი ექიმებისგან რჩევები და დაწვრილებითი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო მომსახურებაზე!
ზემოთ ხსენებული ექიმები არიან ესთეტიკური მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრები, როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. ერიკ აზიზიანი ასევე APTOS ძაფებით გაახალგაზრდავების მეთოდების მსოფლიო დონის სერტიფიცირებული ტრენერია. ხოლო კონსტანტინე სულამანიძე – აღნიშნული მეთოდის ერთ-ერთი შემქმნელია.
Total Charm გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს სახისა და სხეულისთვის.
ათწლეულების განმავლობაში წარმატებული მუშაობის გამოცდილების მქონე ექიმები უზრუნველყოფენ გარანტირებულ შედეგს. ერიკი არის გერმანიაში ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის საზოგადოების წევრი, ასევე რუსეთში ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების წევრი.
კონსტანტინე სახეზე, მკერდსა და სხეულზე ოპერაციების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმია, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს რეკონსტრუქციული, კოსმეტიკური და მაკორექტირებელი ოპერაციების ჩატარება, გარდა ამის Aptos გამაახალგაზრდავებელი ძაფების შემქმნელია.
ნატო კაკაბაძე – ისეთი მაკორექტირებელი ოპერაციების ჩატარების სპეციალისტია, როგორიცაა მამოპლასტიკა, აბდომინოპლასტიკა, ლიპოსაქცია. გარდა ამისა პლასტიკური ქირურგის ასისტენტი ყოველთვის ზრუნავს თქვენს ინტერესებზე.
ინდივიდუალური მიდგომა სილამაზის მიმართ! ოპერაციის ღირებულება მხოლოდ პირველადი გასინჯვის შემდეგ. უფასო შეხვედრა ექიმთან! გასინჯვა, დაწვრილებითი კონსულტაცია და პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე.