ღვიძლის ტრანსპლანტაცია საქართველოში
1980-იანი წლების დასაწყისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია იყო აღიარებული როგორც სიცოცხლის გადარჩენის გზა და იქცა ღვიძლის დაავადებების ტერმინალური სტადიების მრავალი ფორმის მკურნალობის სტანდარტულ მეთოდად. თავდაპირველად ყველა გადანერგვის ოპერაციისთვის გამოიყენებოდა გარდაცვლილი დონორების ორგანოები. თუმცა იმ პაციენტთა რიცხვის ზრდასთან ერთად, რომლებიც ელოდებოდნენ ტრანსპლატაციას, აშკარა გახდა, რომ ასეთი დონორების რაოდენობა ვერ დააკმაყოფილებს მსოფლიო მოთხოვნას სადონორო ორგანოებზე. ამის საპასუხოდ შემუშავდა ცოცხალი დონორებისგან ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რომელიც დაიწყო ბავშვებისთვის უფროსების დონორობიდან. შემდეგში ეს პრაქტიკა გაფართოვდა და მისცა უფროსებს შესაძლებლობა დაეთმოთ ორგანოები სხვა უფროსებისთვის.
ღვიძლის ქირურგიის დარგში ტექნიკურმა მიღწევებმა და რეგენერაციის მიმართ ღვიძლის უნიკალურმა უნარმა გახადეს ეს სიცოცხლის გადამრჩენი პროცედურა რეალობად. ცოცხალი დონორობა აძლევს პაციენტებს შესაძლებლობას განახორციელონ ტრანსპლანტაცია მანამდე, სადაც ისინი ძლიერ ავად გახდებიან (ესე იგი MELD შეფასების მიუხედავად), რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გადანერგვის მოლოდინის დროს. დღეს MELD-ის საშუალო ქულა ტრანსპლანტაციის მომენტისთვის იმდენად მაღალია, რომ MELD-ის განსაკუთრებული ქულების მქონე პაციენტებსაც კი შეიძლება დასჭირდეს მეტი ლოდინი მაღალი ხარისხის ღვიძლისთვის. ღვიძლის ტრანსპლანტაცია ცოცხალი დონორისგან წარმოადგენს შესანიშნავ ვარიანტს ღვიძლის კიბოს, პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის, პირველადი ბილიარული ციროზის მქონე პაციცენტებისთვის ან/და ღვიძლის დაავადების სიმპტომების მქონე 11-დან 24 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
სადონორო ღვიძლის ტრანსპლანტაცია – ეს არის გეგმიური ოპერაცია, რომელიც იგეგმება წინასწარ და იწვევს ცივი იშემიის ძალიან მცირე პერიოდს, დროს, რომლის განმავლობაშიც ღვიძლის არის სისხლის მიწოდების გარეშე და ნარჩუნდება ხელოვნურად. ცოცხალი დონორების ღვიძლი ჩვეულებრივ განსხვავდება საუკეთესო ხარისხით, ვინაიდან დონორები გადიან საგულდაგულო შეფესებას და ორგანოს ჩაბარება მათთვის დასაშვებია მხოლოდ ძალიან კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს. ცოცხალი დონორობა არა მხოლოდ ახდენს სიცოცხლის გადარჩენას რეციპიენტისთვის, არამედ ათავისუფლებს სადონორო ორგანოს სიაში მყოფი სხვა პაციენტებისთვის. თუ ღვიძლის გადანერგვის კანდიდატი შეიძლება მოიძებნოს ცოცხალ დონორებს შორის, მაშინ დონორის როლზე შეიძლება განიხილებოდეს ოჯახის წევრი, ნათესავი ან უახლოესი მეგობარი.
ცოცხალი დონორისგან ღვიძლის გადანერგვის კრიტერიუმები მოიცავს:
- კარგ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
- 18-დან 60 წლამდე ასაკს.
- 32-ზე ნაკლებ სხეულის მასის ინდექსს.
- რეციპიენტთან თავსებად სისხლის ჯგუფს.
- შემდეგი დაავადებების არარსებობას:
- ორგანოების (მაგალითად, გულის, თირკმლების და ა.შ.) სერიოზული დაავადებები.
- ავთვისებიანი წარმონაქმნები (კიბო).
- ჰეპატიტი.
- აქტიური ან ქრონიკული ინფექციები.
- ნივთიერებების ბოროტად გამოყენება.
ცოცხალ დონორებს ასევე ესაჭიროებათ მხარდაჭერის საიმედო სისტემა, რომელიც შეძლებს მათ დახმარებას ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისით გამოჯანმრთელების დროს. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია სოციალური მუშაკების შესანიშანვი გუნდი, რომლებიც იმუშავებენ თქვენთან და შეიმუშავებენ მკურნალობისა და აღდგენის გეგმას.
ნებისმიერი ორგანოს დონორობა ცოცხალი ადამიანის მიერ უნდა იყოს სრულად ნებაყოფლობითი. დონორები უნდა იყვნენ განთავისუფლებული შეწირვასთან დაკავშირებული ყოველგვარი ზეწოლისგან ან დანშაულის გრძნობისგან, ასევე არ უნდა იღებდნენ თანხას თავისი დახმარების სანაცვლოდ.
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს გაქვთ ღვიძლის დაავადების ტერმინალური სტადია (რომელიც ასევე ცნობილია როგორც ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა) და მკურნალობის სტანდარტულ მედიკამენტურ და ქირურგიულ მეთოდებს აღარ აქვს შედეგი, მაშინ ღვიძლის გადანერგვა შეიძლება იქცეს სიცოცხლის გადამრჩენ ვარიანტად. ღვიძლის გადანერგვის მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს:
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა: ღვიძლის ფუნქციის სწრაფი გაუარესება, რომელიც გამოწვეულია ვირუსებით ან სხვა ინფექციებით, წამლების ან სხვა ტოქსინების დოზის გადაჭარბებით, კობოთი ან აუტოიმუნური დაავადებებით.
- ღვიძლის ციროზი: ღვიძლის ქრონიკული დეგენერაციული დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ალკოჰოლიზმით ან B ან C ჰეპატიტით.
- ჰეპატოცელულარული კარცინომა: კიბო, რომელიც იწყება ღვიძლის უჯრედებში.
- პირველადი ბილიარული ციროზი (პბც): ღვიძლში ნაღვლის სადინარების ნელი განადგურება.
- პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი: დაავადება, რომელიც იწვევს ნაღვლის სადინარების დანაწიბურებას.
- ვილსონის დაავადება: მემკვიდრეობითი ავადმყოფობა, რომლის დროსაც ღვიძლში, თავის ტვინში და სხვა ორგანოებში გროვდება ძალიან ბევრი სპილენძი.