ლაპაროსკოპია გინეკოლოგიაში: დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
ლაპაროსკოპია გინეკოლოგიაში – ეს არის ქალთა რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მცირეინვაზიური მეთოდი. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი სთავაზობს თავის პაციენტებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და მაღალკვალიფიცურ სპეციალისტებს ლაპაროსკოპიული პროცედურების ჩასატარებლად.
რა არის ლაპაროსკოპია?
ლაპაროსკოპია – ეს არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი იყენებს ლაპაროსკოპს (თხელი მოქნილი ინსტრუმენტი კამერითა და ნათურით) მცირე მენჯის ორგანოების ვიზუალიზაციისთვის. ოპერაცია ტარდება მცირე ჭრილების მეშვეობით მუცლის ღრუში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს აღდგენის დროს და გართულებების რისკს.
ლაპაროსკოპიის უპირატესობები
- მინიმალური ინვაზიურობა: ლაპაროსკოპია მოითხოვს მცირე ჭრილებს, რაც ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და ინფიცირების რისკს.
- სწრაფი აღდგენა: პაციენტები უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას გაცილებით უფრო სწრაფად ტრადიციულ ქირურგიასთან შედარებით.
- ნაკლები სისხლის დაკარგვა: სისხლის დაკაგვის მინიმიზაცია ოპერაციის დროს.
- მაღალი სიზუსტე: ლაპაროსკოპი უზრუნველყოფს მცირე მენჯის ორგანოების დეტალიზირებულ ვიზუალიზაციას და მაღალ სიზუსტეს.
ლაპაროსკოპია გამოიყენება ბევრი ისეთი გინეკოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, როგორებიცაა:
- ენდომეტრიოზი: ენდომეტრიული კერების მოშორება.
- საკვერცხეების ცისტები: ცისტების მოშორება და საკვერცხეების მდგონარეობის შეფასება.
- საშვილოსნოს მიომები: მიომატოზური კვანძების მოშორება.
- ექტოპიური ორსულობა: საშვილოსნოსგარეშე ორსულობის მოშორება.
- უნაყოფობა: საშვილოსნოს მილების გამტარობისა და მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობის შეფასება.
ლაპაროსკოპიის პროცედურა
- მომზადება: პაციენტის გადის წინასწარ გამოკვლევებსა და ექიმთან კონსულტაციებს.
- ანესთეზია: პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.
- ლაპაროსკოპის შეყვანა: მუცლის ღრუში მცირე ჭრილების მეშვეობით ხდება ლაპაროსკოპისა და სპეციალური ინსტრუმენტების შეყვანა.
- დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ექიმი ატარებს საჭირო დიაგნოსტიკას და ასრულებს ქირურგიულ ჩარევას.
- აღდგენა: პროცედურის შემდეგ პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე საათში შეიძლება მისი გაწერა.
რატომ ღირს მედცენტრზე არჩევანის გაკეთება?
- თანამედროვე აპარატურა: ჩვენ ვიყენებთ უახლეს აპარატურას, რაც იძლევა ლაპაროსკოპიული პროცედურების მაღალი სიზუსტითა და მინიმალური რისკებით ჩატარების საშუალებას.
- გამოცდილი სპეციალისტი: პროცედურას ატარებს გინეკოლოგი ირინა ირემაძე, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება ლაპაროსკოპიული ოპერაციების ჩატარებაში.
- ეფექტურობა და კომფორტი: მცირეინვაზიური მიდგომის წყალობით პაციენტები უფრო სწრაფად გადიან აღდგენის პროცესს და განიცდიან უფრო ნაკლებ დისკომფორტს ოპერაციის შემდეგ.
- ხელმისაწვდომობა: ჩვენ გთავაზობთ გონივრულ ფასებს და პაციენტისთვის მოსახერხებელ დროს ოპერაციის დაგეგმვის შესაძლებლობას.
ლაპაროსკოპია გინეკოლოგიაში – ეს არის სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი სთავაზობს თავის პაციენტებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და ჩვენი სპეციალისტების გამოცდილებაზე დაფუძნებულ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
კონსულტაციისთვის და მიღებაზე ჩაწერისთვის თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე. თქვენი ჯანმრთელობა – ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა.