ყბის რეკონსტრუქცია.
რეკონსტრუქციული და ოროთოგნათიული ქირურგია ყბა-სახის მიდამოში მოიცავს ყბების ძვლების დეფორმაციების მკურნალობას.
დეფორმაციები შეიძლება იყოს როგორც თანკბილვის ანომალიით განვითარებული ასევე ტრავმის, ქრონიკული ოსტეომილეიტის, ოპერაციული ჩარევების შემდგომი გართულებები.
1. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გაამარტივა და უფრო ზუსტი გახადა ქირურგიული მკურნალობის დაგეგმა ინდივიდუალურად ყველა პაციენტისთვის.
2.შექმნილია სხვადასხვა ბიომატერიალები და ინდივიდუალური იმპლანტები რაც მაქსიმალურ ეფექტს გვაძლევს ყბა-სახისა და სახის რბილი ქსოვილების დეფექტების აღსადგენად.
3. თანამედროვე აპარატურით და სწორი დაგეგმარებით ქირურგიული მკურნალობა გახდა მინიმალურად ინვაზიური და შემცირდა რეაბილიტაციის დრო.
4.რეკონსტრაქციული და ორთოგნათიული ქირურგია გულისხმობს არა მხოლოდ ფუნქციის არამედ ბუნებრივი სილამაზის აღდგენას.
სულ უფრო მეტ პაციენტს, რომლებიც იტანჯებიან დეფორმაციებით ყბა-სახის არეში, შეუძლიათ ჰქონდეთ წარმატებული აღდგენის იმედი რეკონსტრუქციული და ორთოგნათიული ქირურგიის წყალობით. ისეთმა თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია, ბიომასალები და ინდივიდუალური იმპლანტები, ასევე მცირეინვაზიურმა პროცედურებმა და რეაბილიტაციის მოკლე პერიოდებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს პაციენტების შედეგები და ცხოვრების ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცედურები არა მხოლოდ აღადგენს ფუნქციურობას, არამედ უბრუნებს სახეს ბუნებრივ სილამაზეს.
თუმცა რეკონსტრუქციული და ორთოგნათიული ქირურგიის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა გამოცდილ სპეციალისტთან, რათა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების და შესაძლებლობების დადგენა. პაციენტები მზად უნდა იყვნენ ოპერაციის შემდეგ აღდგენის ხანგრძლივი პროცესისთვის და ექიმის რეკომენდაციების დაცვისთვის.