რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში მოგემსახურებათ პროფესიონალი სპეციალისტები!
ჩვენი კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში ტარდება ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის სხივური თერაპია დასხივების თანამედროვე ტექნოლოგიით VARIAN CLINAC-ის ფირმის ხაზოვანი ამაჩქარებლით 3D დაგეგმარებით, აპარატი აღჭურვილია ვიზუალიზაციის სრულყოფილი სისტემით, რაც იძლევა საშუალებას ეფექტურად მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნის დასხივება.
რადიაციული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების კომბინირებული მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია.სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიის დროული და ადეკვატური მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების საშვალებას იძლევა.დაავადების შორსწასული ფორმის შემთხვევაში კი რადიაციული თერაპია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს,ზრდის სიცოცხლის ხანგრძლიობას და ცხოვრების ხარისხს.
სანდოობა, მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი ჩვენი კლინიკის მიზანია!
გამოჯანმრთელებული პაციენტი კი ჩვენი გამარჯვება!