Halcyon by Varian
აჭარის რეგიონში, ონკოლოგიაში 60 წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი – “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა” აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით. კლინიკა ფლობს მძლავრ მატერიალურ – ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია პაციენტებზე მორგებული კომფორტული, უსაფრთხო გარემოთი.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყობს პაციენტებისთვის მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საქართველოში ერთადერთი, თანამედროვე, დახვეწილი , კლინიკურ ხაზოვანი ამაჩქარებლით Halcyon by Varian რაც პაციენტების უსაფრთხო, ზუსტი და შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
Halcyon by Varian აქვს უახლესი ვიზუალიზაციის სისტემა ( KV და MV CBCT), რომელიც უზრუნველყობს დასხივების სიზუსტეს. თანამედროვე ამაჩქარებელი სრულიად მორგებულია პაციენტის კომფორტზე, პროცედურის დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. პროცედურა გრძელდება 3-7 წუთის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობაზე.
კანის მიერ შთანთქმული რადიაციის რაოდენობა უმნიშვნელოა, ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების რისკი მინიმალური. ეფექტურად მცირე დროში მიმდინარეობს სამიზნე უბნის მაქსიმალური დასხივება, მიმდებარე ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების სრული დაცვით.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტის გუნდი შედგება: რადიაციული ონკოლოგის, რადიაციული ტექნიკოსების, თურქეთიდან მოწვეული და ადგილობრივი სამედიცინო ფიზიკოსებისგან. თითოეულმა სპეციალისტმა გაიარა აპარატთან მუშაობის ხანგრძლივი და მაღალი ხარისხის ტრენინგი.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხივური თერაპიის განყოფილება ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში. პაციენტის მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენა ხორციელდება თურქეთიდან მოწვეული და ადგილობრივი წამყვანი სპეციალისტების მიერ, ხოლო სხივური ამაჩქარებლის Halcyon by Varian უახლესი ვიზუალიზაციით ხდება სრულყოფა მაღალი სიზუსტით განხორციელდეს მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.
კლინიკის სხივური თერაპიის დეპარტამენტში ხელმისაწვდომია სხივური თერაპია შემდეგი სიმსივნური დაავადებების დროს:
- თავის ტვინის
- თავ-კისრის
- ფილტვის
- სარძევე ჯირკვლის
- პროსტატის
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
- შარდ-სასქესო სისტემის