
აკრედიტაციის მოპოვება, სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია
აკრედიტაციას, როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებას, მედცენტრის სტრატეგიული განვითარების გზაზე, ფუნდამენტური, ბაზისური მნიშვნელობა აქვს. აკრედიტაციის მოპოვება, სრულყოფილებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც უზარმაზარი გუნდური შრომის შედეგია. მედცენტრის კლინიკური და ადმინისტრაციული ნაწილის პროფესიონალიზმი, აქტიური ჩართულობა, აკრედიტაციის მნიშვნელობის გააზრება იქცა წარმატების საიდუმლოდ. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვაბი ისტორიის ნაწილად იქცა, ვინც გაიზიარა ყველა სირთულე და წარმატება.
ზემო აღნიშნული აღიარება, გაძლევთ საშუალებას მიიღოთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, მკურნალობის ხარისხის და უწყვეტობის უზრუნველყოფით. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, აკრედიტაციის მონიჭებით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჯანდაცვის მიმართ ჩვენი მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
მედცენტრი – არ არის უბრალოდ კორპორაცია. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ თქვენი ჯანმრთელობისთვის, რათა თითოეულმა კონსულტაციამ, თითოეულმა ანალიზმა, თითოეულმა ოპერაციამ მოიტანოს არა მხოლოდ შედეგი, არამედ მომავალის რწმენაც. ვინაიდან, ჯანდაცვა – ეს არის ძლიერი საზოგადოების საფუძველი, სადაც თითოეულმა ადამიანმა იცის, რომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს საუკეთესო სამედიცინო პერსონალი.

ეს გზა გრძელი იყო, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ის ღირსეულად გავიარეთ. ჩვენთვის ეს არ არის დასასრული, არამედ ახალი თავის დასაწყისია. ახლა მზად ვართ გავაგრძელოთ განვითარება, დავხვეწოთ მიდგომები და გავაფართოვოთ შესაძლებლობები, ვინაიდან, აკრედიტაციის შენარჩუნება დიდ ჯაფას მოითხოვს და მონიჭება მხოლოდ და მხოლოდ დასახული მიზნის განხორციელების დასაწყისია.