ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა
ბათუმი, ტბეთის ქ. N4 0422 25 20 08 facebook
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა აჭარის რეგიონში, თანამედროვე ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი ექიმებით.
კლინიკის უპირატესობა ულტრათანამედროვე აპარატურის ფართო სპექტრი და საუკეთესო ექიმებია. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოსახლეობის ნდობას.
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის : პოზიტრონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET-CT), კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენი, სხივური თერაპია, გენეტიკური კვლევები, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მომსახურება, კლინიკური კვლევების ლაბორატორიული მომსახურება, კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში მიმართულების მიხედვით კონსულტაცია/მკურნალობა.