ქირურგიული მიდგომა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში: ყველაფერი ბარიატრიის შესახებ
ბარიატრია – ეს არის ქირურგიული ჩარევა კუჭის მოცულობის დასაპატარავებლად, რომელიც ტარდება იმ შემთხვევებში, როდესაც სიმსუქნე არა მხოლოდ წარმოადგენს უსიამოვნო პრობლემას, არამედ ასევე სერიოზულად ემუქრება პაციენტის ჯანმრთელობას, ხოლო კონსერვატიული მედიცინისა და დიეტოლოგიის მეთოდები უკვე აღარ არის ეფექტური.
ექიმი დავით მახათაძე – ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია ბარიატრიის დარგში. ის წარმატებით ატარებს წონის მნიშვნელოვან დაკლებაზე მიმართულ ოპერაციებს და ეხმარება პაციენტებს აღიდგინონ ჯანმრთელობა და დაუბრუდნენ სრულფასოვან ცხოვრებას.
მკურნალობის ამ მეთოდის დასანიშნად საჭიროა მიიღოთ მიმართვა იმ ექიმისგან, რომელიც შეაფასებას თქვენს მდგომარეობას და დაადგენს გამოდგება თუ არა ეს მეთოდი თქვენთვის. ბარიატრიული ქირურგია ჩვეულებრივ გამოიყენება მძიმე გასუქების დროს, როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს, ან 35-ზე მეტია და სიმსუქნეს თან ახლავს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, ჰიპერტონია ან ძილის აპნოე.
თუ თქვენ განიცდით ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუდმივი ქოშინი, ქრონიკული დაღლილობა, ტკივილი სახსრებში, ან თუ თქვენ უკვე დაგიდგინეს ჭარბ წონასთან დაკავშირებული დაავადება, მაშინ ბარიატრიული ქირურგია შეიძლება გახდეს შემდეგი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ.