მისია/ხედვა:
ჩვენი მისიაა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და კლინიკის მუდმივად განახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ვუზრუნველყოთ მომსახურების ხარისხი ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი საჭიროებების, მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმა და ამავე გეგმის მიხედვით განსაზღვრული ღონისძიებები ეფუძნება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს.
1945 წელს
აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით.
1951 წელს
N 1 საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა აჭარის ა რ ონკოლოგიური დისპანსერი.
1965 წლიდან
აჭარის ა.რ. ონკოლოგიურ დისპანსერს ემატება სტაციონარი და ფუნქციონირებას იწყებს (პუშკინის N118) როგორც შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“
2012 წელს
დაიწყო ახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის”ისტორიაში, განხორციელდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ,განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები,ჰოსპიტალმა დაიწყო ფუნქციონირება,როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ ,,მედცენტრის“ სახელწოდებით.