მეტყველება არის ადამიანის კომუნიკაციის უნარი:
✓ ვერბალური – სიტყვებით აზრის გადმოცემა და გაგება/აღქმა – ლაპარაკი და წერითი მეტყველება
✓ არავერბალური – სხეულის ენა.
მეტყველების შეფასება ხორციელდება 2 თვიდან.
თუ ბავშვი 2 თვის ასაკში არ იცინის, არ გამოთქვამს ცალკეულ ბგერებს ხმამაღლა, მაგალითად „აღ; აგ; ღღღ“, არ რეაგირებს დედის ხმასა და ემოციაზე, არ ცდილობს მასთან დაამყაროს კომუნიკაცია ჟესტებით და ბგერების გამოთქმით, საჭიროა პედიატრისა და ნევროლოგის კონსულტაცია და პრობლემაზე ყურადღების გამახვილება. ასეთი ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ დაკვირვებას და მიეკუთვნება მეტყველების დარღვევის რისკის ჯგუფს, მასთან კატეგორიულად იკრძალება გაჯეტების (ეკრანის) გამოყენება.
მეტყველების განვითრებას ვაკვირდებით 2 წლამდე.
2 წლის ასაკში ბავშვს აქვს 25 მდე სიტყვის მარაგი, სიტყვების უმრავლესობას ამბობს გამართულად, ადგენს 2 სიტყვიან წინადადებებს, ასრულებს მარტივ დავალებებს („მომეცი სათამაშო“, „მაჩვენე ხელი“ და ა.შ.), ღიღინებს, თამაშობს როლურ თამაშებს თოჯინასთან, ოჯახის წევრებთან, ცნობს სხეულის ნაწილებს.
თუ 2 წლის ბავშვის მეტყველების უნარი არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს, ითვლება რომ მას აქვს მეტყველების დარღვევა და საჭიროა კომპლექსური რეაბილიტაცია – ნევროლოგის, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტისა და ლოგოპედის ჩართულობა.
მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზემოხსენებული სპეციალისტების კონსულტაციები
ექიმი: ირინა ქოქოლაძე
პედიატრი, ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი