რა არის პეისმეიკერი ანუ გულის ხელოვნური რითმის წამმართველი?
პეისმეიკერი ეს არის პატარა მოწობილობა რომელიც გამოიყენება ზოგიერთი
პეისმეიკერი ეს არის პატარა მოწობილობა რომელიც გამოიყენება ზოგიერთი
არითმიის სამკურნალოდ. არითმიის დროს გულისცემათა სიხშირე შეიძლება
იყოს სწრაფი, ნელი ან/და დარღვეული იყოს რითმის რეგულარობა. პეისმეიკერი
აგზავნის ელექტრულ იმპულსებს რათა დაეხმაროს თქვენს გულს გამოასწოროს
გულისცემათა სიხშირე (ბრადიკარია) და რითმი (რეგულარობა).
კარდიოსტიმულატორი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი გულის
კამერების სინქრონიზაციაში დასახმარებლად, რათა გულმა შეძლოს სისხლის
უფრო ეფექტურად გადატუმბვა თქვენს სხეულში. ეს შეიძლება დაგჭირდეთ, თუ
გაქვთ გულის უკმარისობა.
შეიძლება დაგჭირდეთ დროებითი (მოკლევადიანი) ან მუდმივი (გრძელვადიანი)
პეისმეიკერი (კარდიოსტიმულატორი). დროებითი პეისმეიკერი (კარდ.სტიმ)
ჩვეულებრივ შეგვყავს კისრის ვენაში და რჩება თქვენი სხეულის გარეთ.
მუდმივი პეისმეიკერი (კარდ.სტიმ) მოთავსებულია გულმკერდში ან მუცელში.
პეისმეიკერის გენერატორის ინპლანტირება წარმოებს მარცხენა ლავიწქვეა
მიდამოში (შემთხვევათა უმრავლესობაში), ხოლო ელექტროდის ინპლანტაცია
ვენის გავლით გულის მარჯვენა პარკუჭის ან/და წინაგულის კამერაში. არსებობს
ერთ და ორ კამერიანი პეისმეიკერები.
პეიმეიკერის ინპლანტაცია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. პროცედურა
გრძელება რამოდენიმე წუთიდან 1-2 სთ-მდე. ჰოსპიტალიზაციის პერიოდი
მოიცავს საშუალოდ 48 საათს.
პეისმეიკერის მქონე ბევრ ადამიანს შეუძლია ოპერაციიდან რამდენიმე დღეში
დაუბრუნდეს ჩვეულებრივ საქმიანობას.
ნიშნები, რომ თქვენ შეიძლება გჭირდებოდეთ პეისმეიკერი:
აუხსნელი სინკოპე (გონების დაკარგვა), პრესინკოპე (გულის წასვლის
შეგრძნება), შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევის
შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შფოთვა,
ტკივილი გულმკერის არეში, ოლიანობა, გულის პალპიტაცია ან ფრიალის
შეგრძნება, კუნთების სისუსტე ხელებსა და ფეხებში, ფსიქიკური დაბნეულობა,
გულისცემის აქარების შეგრძნება და სხვა.
ექიმი: ბუხუტი ბერიძე