ცხელი ხაზი

სხივური თერაპია

თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს განახლებული თანამედროვე სხივური თერაპიის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია საქართველოში ერთადერთი უახლესი აპარატით (Halcyon by Varian),  იგი წარმოადგენს ყველაზე თანამედროვე ხაზოვან ამაჩქარებელს.

აპარატს აქვს უახლესი ვიზუალუზაციის სისტემა ( KV და MV CBCT), რაც მაქსიმალურად ზუსტ საზღვრებში გვაძლევს დასხივების საშუალებას. Halcyon გვაძლევს, როგორც სწრაფ და მაღალხარისხიან მკურნალობის საშუალებას, ასევე იმ კომფორტს, რომელიც ჩვენს პაციენტებს ჭირდებათ კიბოზე გასამარჯვებლად.

განყოფილებაში ტარდება ყველა ლოკალიზაციის სიმსივნის სხივური თერაპია. რადიაციული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების კომბინირებული მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია. სხვადასხვა სიმსივნური პათოლოგიის დროული და ადეკვატური მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა. დაავადების შორსწასული ფორმის შემთხვევაში კი რადიაციული თერაპია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლიობას და ცხოვრების ხარისხს.

WhatsApp Image 2022-07-28 at 17.54.49

ცხელი ხაზი

.