ცხელი ხაზი

ნევროლოგია

ნევროლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით-თავის ტვინის MRT, CT, დოპლეროგრაფიით, ანგიოგრაფიით, ელექტროენცეფალოგრაფიით, ელექტრომიოგრაფიით და ასევე დაკომპლექტებულია კვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გუნდით.

კლინიკაში ხდება ყველა სახის ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • ნეიროფიზიოლოგიური კვლევები-ეეგ, ნეირომიოგრაფია;
  • ცერებროვასკულური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა;
  • დემიელინიზაციური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა;
  • რადიკულ-ნეიროპათიების დიაგნოსტიკა და მართვა;
  • ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მართვა;
  • ნეიროინფექციების დიაგნოსტიკა და მართვა.

ასევე ჩვენს კლინიკაში დანერგილია იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები:

  • სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი;
  • ენდოვასკულური თრომბექტომია.

 

ეს მეთოდი გულისხმობს იშემიური ინსულტის პირველივე საათებში თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბის დაშლას და არტერიაში სისხლნაკადის აღდგენის უნარს. ამ მეთოდით შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ თავიდან ავირიდოთ ინსულტის დროს განვითარებული გართულებები.

ჯამბულ მაკარაძე

ნევროლოგი

შორენა ვაშაძე

ნევროლოგი, გეშტალტ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრიის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნინო ფილია

ნევროლოგი