ცხელი ხაზი

კარდიოლოგია

მედცენტრში ფუნქციონირებს 24  საათიანი კარდიოლოგიური განყოფილება, სადაც პაციენტს საშუალება ეძლევა მიიღოს, როგორც გეგმიური ისე გადაუდებელი  კარდიოლოგიური დახმარება.

განყოფილებაში ფუნქციონირებს 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და გამოცდილი მედპერსონალით.

კარიოლოგიურ  განყოფილებაში ტარდება კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო გამოკვლევა:

  • კარდიოლოგის კონსულტაციამაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების ექიმები;
  • არითმოლოგის კონსულტაცია- დროებითი პეისმეიკერის იმპლანტაცია, მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, ელექტრული კარდიოვერსია, იმპლანტირებული პეისმეიკერის/დეფიბრილატორის/რესინქრონიზატორის შემოწმება და პროგრამირება;
  • ელექტროკარდიოგრაფიამისი საშუალებით ხდება გულის კუნთის მდგომარეობის, შეკუმშვათა სიხშირის და რეგულარულობის შეფასება. ე.კ.გ.  მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია გულის რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევის, გულის იშემიური დაავადების,მიოკარდიტის,გულის კუნთის დისტროფიის,ელექტროლიტური დისბალანსის,მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის,არაკარდიული დაავადებების დიაგნოსტიკის (მაგ; ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია);
  • ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)გულის მცირეინვაზიური, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევაა.ულტრაბგერითი გადამწოდი, ე.წ. მოქნილი ზონდი, შეგვყავს საყლაპავ მილში გულის დონეზე. საყლაპავის გულთან სიახლოვის გამო, ამ გზით გულის უფრო ზუსტ გამოსახულებას ვიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივი, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით.TEE არის მაღალი სენსიტიური მეთოდი მარცხენა წინაგულსა და ყურში თრომბის ლოკაციის გამოსავლენად. (მაგ. მოციმიმცემე არითმიის მედიკამენტური და არამედიკამენტური მოხსნის წინ).მიზანშეწონილია, მისი ჩატარება სპეციალიზებულ კაბინეტში მსუბუქი სედაციის ფონზე;
  • გულის ულტრაბგერითი გამოკლვლევა ბავშვებსა და მოზრდილებში-გულის ექოსკოპიის საშუალებით ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. კვლევა არის არაინვაზიური, არ გააჩნია რისკ-ფაქტორები და გვერდითი მოვლენები;
  • ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევა-გულისხმობს გულის თანდაყოლილი მანკების ანტენატალურ (მუცლად ყოფნის პერიოდში) დიაგნოსტიკას, რათა განისაზღვროს მშობიარობის შემდგომი ტაქტიკა და მართვა;
  • ეკგ მონიტორირება ჰოლტერის 24 და 48  სთიანი მეთოდითმონიტორირების საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს გულის მუშაობა 24 სთ-ის განმავლობაში: ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს, ძილის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში.იძლევა საშუალებას, გამოკვლეულ იყვნენ პაციენტები პოტენციური არითმოგენული ჩივილებით, სინკოპეს ეპიზოდებით (გონების დაკარგვა), გულის ორგანული პათოლოგიებით, ბრადიარითმიებით, AV-გამტარებლობის დარღვევებით და ა.შ;
  • არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი;
  • დატვირთვის სტრესტესტი (ველოერგომეტრია)წარმოადგენს საფეხურეობრივად მზარდ დოზირებულ დატვირთვას, რომლის დროსაც ხორციელდება ეკგ, არტერიული წნევის  და გულის შეკუმშვათა სიხშირის მუდმივი მონიტორირება.დატვირთვის ტესტით შესაძლებელია კორონარული (გულის მკვებავი) არტერიების დაავადების, ფარული იშემიის, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული გულის რიტმის დარღვევების დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
  • ლაბორატორული გამოკვლევები-ულტრათანამედროვე აპარატურა და კვალიფიციური ლაბორანტები;
  • გულის არაინვაზიური კტ კორონაროგრაფია- 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით- Toshiba Aquilion ONE (640-slice). აპარატი გამოირჩევა მაღალი გარჩევადობით, დიდი არეალის დაფარვით და სისწრაფით. ეს გახლავთ გულის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდი,რომლის საშუალებითაც ხდება კორონარული არტერიების დეტალური ვიზუალიზაცია. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია სისხლძარღვის ათეროსკლეროზული ფოლაქის გამოვლენა, მისი სტრუქტურის შეფასება, სტენოზის შემთხვევაში ლოკალიზაციის დადგენა და ხარისხის განსაზღვრა. ასევე გამოიყენება,როგორც სისხლძარღვების, ისე გულის თანდაყოლილი ანომალიებისა და ანატომიური თავისებურებების გამოსავლენად. აორტოკორონარული შუნტის და სტენტის მდგომარეობის შესაფასებლად;
  • გულის ინვაზიური კორონაროგრაფიაგულის სტრუქტურული პათოლოგიების მცირე ინვაზიური რეკონსტრუქცია (ღია ოვალური ხვრელის სარქველის დახურვა). წინაგულთა, შუა ძგიდის დახურვა.

იოსებ სიხარულიძე

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი

ლელა დავითაძე

კარდიოლოგიური განყოფილების კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელი

რენად თეთრაძე

კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი

თამთა ბოდოკია

კარდიოლოგი, არითმოლოგი

მზევინარ მარკოიძე

კარდიოლოგი

რუსუდან თავდგირიძე

კარდიოლოგი