ორსული და მეძუძური დედების კონსულტაცია მკერდის ჯანმრთელობის შესახებ
ორსულობა და ძუძუთი კვება – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საპასუხისმგებლო ეტაპია ქალის ცხოვრებაში. თუმცა არსებობს რიგი მიზეზები, რის გამოც უარს ამბობენ ქალები ძუძუთ კვებაზე: არასაკმარისი ინფორმაცია ძუძუთი კვების სარგებლობაზე; დახმარების ხელმიუწვდომობა: არასაკმარისი კვალიფიციური პერსონალი; საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობა- დედების სოციალური იზოლაცია; დედის რძის შემცვლელი პროდუქტების აგრესიული მარკეტინგი.
ლაქტაციის პერიოდში მნიშვნელოვანია დედებმა ყურადღება მიაქციოს არა მმხოლოდ ბავშვს, ასევე საკუთარ ჯანმრთელობასაც, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვალს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ჰორმონალურ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს, შეიძლება გამოიწვიოს სარძეევ ჯირკვლების სხვადასხვა პათოლოგია: დვრილებზე ნახეთქი, რძის შეგუბება – ლაქტოსტაზი, მასტიტი – , ანთება; . რეგულარული კონსულტაციები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პრობლემები და უმტკივნეულოდ მართოთ ლაქტაციის პერიოდი.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
თუ თქვენ შეამჩნევთ სარძევე ჯირკვლების გამკვრივებას, კანის ფერის ან ფორმის ცვლილებას, მიმართეთ მამოლოგს.
რატომ ეხება ეს თითოეულ დედას?
სარძევე ჯირკვალზე ზრუნვა არა მხოლოდ ხელს უშლის უსიამოვნო შედეგებს, არამედ ხელს უწყობს ძუძუთი კვების ჯანმრთელი პერიოდის გახანგრძლივებას. თუ თქვენ აპირებთ დაასრულოთ ლაქტაცია, ექიმი ასევე მოგცემთ რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს უსაფრთხოდ და კომფორტულად.
ჩვენი მომსახურება რეფერალურ ჰოსპიტალში MedCenter:
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ კონსულტაციებს ორსულ და მეძუძურ დედებისთვის. ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ გამოკვლევას, გასცემენ სარძევე ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის რჩევებს, რათა თქვენ შეძლოთ საკუთარ თავსა და ბავშვზე თავდაჯერებულად ზრუნვა!