DEXA დენსიტომეტრია წარმოადგენს – ინსტრუმენტული კვლევის მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ძვლის მინერალურ სიმკვრივეს ოსტეოპოროზის ხარისხს.
არსებობს ძვლის სიმკვრივის განმსაზღვრელი სხვადასხვა მეთოდი და დანადგარი რომელთაგან დღესდღეობით ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრი, იგივე DEXA (Dual-energy X-ray absorptiometry) დენსიტომეტრი.
დენსიტომეტრიის ჩატარება მიზენშეწონილია:
- პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონებისთვის;
- 60-70 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის;
- მათთვის, ვისაც გადაუტანია suffered ან ამჟამად აქვს მოტეხილობა (განსაკუთრებით – უმნიშვნელო ტრავმით გამოწვეული),
- ესტროგენული დეფიციტი;
- ტოქსიკური ჩიყვი;
- თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
- რევმატოიდული ართრიტი;
- ცელიაკია;
- ხერხემლის პათოლოგიები და სხვა ქრონიკული დაავადებები.
ასევე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მიღება თამბაქოს მოხმარება, რძის ნაწარმით ღარიბი რაციონი, ცხოვრების უმოძრაო წესი, მოტეხილობებით დამძიმებული მემკვიდრეობა,წონის დეფიციტი.