ადამიანის პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა.
ადამიანის პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრში”
ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV)
გადადება შეიძლება მოხდეს სქესობრივი, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ასევე ის შეიძლება გადაეცეს დედისგან ნაყოფს. არსებობს დაბალი და მაღალი ონკოგენური რისკის HPV-ის მრავალი ტიპი.
პირველი ახდენს მეჭეჭების, მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზის, კონიუქტივის, ცხვირის, პირის ღრუსა და ხორხის პაპილომატოზის წარმოქმნის პროვოცირებას, ხოლო მეორე – კიბოსწინარე დაავადების, საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და საშოს კიბოს გაჩენის პროვოცირებას.
НPV-ით ინფიცირება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. მაგალითად, დასენიანებიდან პირველი გენიტალური მეჭეჭების გაჩენამდე ჩვეულებრივ გადის 3 თვეზე მეტი, ხოლო ონკოპროცესების განვითარება შეიძლება დაიწყოს ათწლეულების შემდეგაც კი. ამასთანავე დაინფიცირებულ ადამიანთა 90%-ში ვირუსი კვდება 2 წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში.
დიაგნოზის დასადგენად ექიმი სწავლობს კლინიკურ გამოვლინებებს, ატარებს საშვილოსნოს ყელის ნაცხის PCR-ტესტს და ციტოლოგიურ კვლევას.
გამოკვლევის შედეგად დგინდება მაღალი ონკოგენური რისკის 21 ტიპის НPV-დან ერთის ან მეტის არსებობა, ვლინდება კიბოსწინარე ცვლილებები ან საშვილოსნოს ყელის კიბო.
ადრეული დიაგნოსტიკის წყალობით შესაძლებელია მკურნალობის მაქსიმალურად სწრაფად ჩატარება და სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგების თავიდან არიდება.
საუკეთესო შედეგს ანოგენიტალური მეჭეჭების მკურნალობის დროს იძლევა ლაზერული დესტრუქცია. ორსულობის დროს HPV თერაპია ტარდება 36-ე კვირას ახალშობილის ხორხის კონდილომატოზის პროფილაქტიკისთვის.
დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად გირჩევთ გამორიცხოთ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები, ორივე პარტნიორმა რეგულარულად ჩაიტაროს გამოკვლევები, გამოიყენოთ ბარიერული კონტრაცეფციის საშუალებები.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და კიბოს დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის რეკომენდირებულია 9-დან 45 წლამდე ასაკის ყველა გოგონასა და ქალბატონისთვის.
ერთ-ერთი ჩვენ ფილიალი Family Medical Regional Center გთავაზობთ შესაძლებლობას ჩაიტაროთ ვაქცინაცია და დაიცვათ საკუთარი თავი HPV-ისგან.