მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრის რევმატოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს ძვალ-სახსროვანი სისტემის აუტოიმუნური დაავადებებით პაციენტების კონსულტირებას ,დიაგნოსტირებას და მკურნალობას. ასევე ახორციელებს რევმატიული დაავადებების: რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზიული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის მონიტორინგს.
დიაგნოსტიკისთვის მედცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიით და უახლესი აპარატით(DEXA) დექსა დენსიტომეტრია, რომელიც ერთადერთია რეგიონში.
დენსიტომეტრია არის ძვლის მინერალური სიმკვრივის განმსაზღვრელი, არაინვაზიური კვლევა, რომელსაც არ აქვს მავნე გამოსხივება. მისი საშუალებით ხდება დიაგნოზის სწორად დასმა, რაც შემდგომში აადვილებს მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას.