შეხვედრა მედცენტრში – სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები
28/07/2022
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი – მედცენტრის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო პროგრამების მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს.