ცხელი ხაზი

  1. /
  2. სამედიცინო მომსახურება
  3. /
  4. ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია

კლინიკა ,,მედცენტრის” ენდოკრინოლოგიურ დეპარტამენტში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი ენდოკრინული დაავადებების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

  • ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ორსულთა დიაბეტი
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, იოდდეფიციტური დაავადებები, თირეოიდიტები)
  • ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
  • ჰიპოფიზის დაავადებები
  • თირკმელზედა ჯირკვლების
  • ოსტეოპოროზი
  • მამაკაცთა სქესობრივი ფუნქციის დარღვევა

ენდოკრინული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • რენტგენოგრაფია
  • სცინტიგრაფია (ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების, მთელი სხეულის)
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (თირკმელზედა ჯირკვლების)
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების)
  • წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (ფარისებრი ჯირკვლის)

ასევე, კლინიკაში ფუნქციონირებს ,,სიმსუქნის სკოლა”. ის წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას ჭარბი წონის დასამარცხებლად, რომელიც მოიცავს:

  • სალექციო კურსს
  • დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • ფართო სპექტრის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს
  • ქირურგიულ მკურნალობას

კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა ენდოკრინოლოგიის კაბინეტი.

 

ინგა აბესაძე

კლინიკური დირექტორი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ლიანა ჯაში

ენდოკრინოლოგი

მარინა კაკაბაძე

ენდოკრინოლოგი

ლია კაკაურიძე

ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი