ცხელი ხაზი

  1. /
  2. სამედიცინო მომსახურება
  3. /
  4. ტრავმატოლოგია და ორთოპედია

ტრავმატოლოგია და ორთოპედია

კლინიკა ,,მედცენტრშიტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში (ორთოპედიატრავმატოლოგიაშეგიძლიათ ჩაიტაროთ,  როგორც  ოპერაციული,  ასევე კონსერვატიული მკურნალობა.

კონსერვატიული მკურნალობა ტარდება შემდეგი დაავადებების დროს:

  • სხვდასხვა სახსრების ართრიტების და ართროზები;
  • დეკერვენის დაავადება;
  • ოსტეოხონდროპათიები;
  • ეპიკონდილიტი (მედიალური, ლატერალური)ოსგუდ-შლატერის დაავადება;
  • სტილოიდიტი;
  • სახსრის დაჟეჟილობები;
  • სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვა, დაზიანება და სხვა;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის მოტეხილობა;
  • განყოფილებაში ტარდება სახსარშიდა ინექციების პერიარტიკულარული ბლოკადები, თაბაშირით იმობილიზაცია, თანამედროვე  პოლიმერული ფიქსატორებით მობილიზაცია.

 

ოპერაციული მკურნალობა:

გრძელი ლულოვანი ძვლების (ღია, დახურული), ბარძაყის დიდი წვივის ძვლის, მხრის ძვლის, წინამხრის ძვლების, ლავიწის ძვლის, მტევანში და ტერფში შემავალი ძვლების მოტეხილობების დროს, ოსტეოსინთეზის სხვადასხვა სახეები( მათ შორის თანამედროვე მეთოდებით-ინტრამედულარული ოსტეოსინთეზი). ასევე ბრტყელი და სპონგიოზური ძვლების ოსტეოსინთეზი( ბეჭის, ქუსლის ძვლების) აუტო და ალოპლასტიკის გამოყენებით.

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება;
  • მუხლის  სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის რევიზიული ენდოპროტეზირება.

 

ოპერაციული ორთოპედია:

  • კოქსართროზი მე-3 მე-4 ხარისხის.
  • გონართროზი მე-3 მე-4 ხარისხის.
  • ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი.
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის რევმატოიდული ართრიტი.
  • გრძელი ლულოვანი ძვლების პოსტტრავმული ყალბი სახსრები.
  • კოჭ-წვივის სახსრის ართროდეზი.
  • კიდურების ძვლისა და რბილი ქსოვილების კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთა.
  • ოპერაციები მტევნის სხვადასხვა დაავადებების დროს: ნოტას დაავადება, დიუპიუტრენის კონტრაქტურა, დეკერვენის დაავადება, მტევნის მყესების მთლიანობის აღდგენა, ტრასპოზიცია, პლასტიკა.

გიორგი ყაველაშვილი

ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი,ტრავმატოლოგ-ორთოპედი

გიორგი დიასამიძე

ტრავმატოლოგ-ორთოპედი

გელა დავითაძე

ტრავმატოლოგ-ორთოპედი