ცხელი ხაზი

რადიოლოგია

შ.პ.ს მაღალტექნოლოგიურ კლინიკა მედცენტრის რენტგენოლოგიური განყოფილება აღჭურვილია იაპონური წარმოების უახლესი თაობის, ციფრული რენტგენოგრაფით Shimadzu flexavision, აპარატი იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, მინიმუმამდე შემცირებული დასხივებითა და პროცედურით.

ტარდება ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკა;

  • გულმკერდის რენტგენოგრაფია+სკოპია;
  • საყლაპავი მილის რენტგენოსკოპია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოსკოპია;
  • მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპია;
  • ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოგრაფია;
  • ხერხემლის სვეტის რენტგანოგრაფია;
  • ფისტულოგრაფია;
  • ექსკრეტორული უროგრაფია;
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია;
  • ურეთრო-ცისტოგრაფია;

ჩვენს განყოფილებაში ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ციფრული რენტგენო-მამოგრაფია.

მამოგრაფია  – სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, მამოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში არაპალპირებადი, მცირე ზომის წარმონაქნის აღმოჩენა, სიმსივნური დაავადების გამოვლენა საწყის სტადიაზე, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია.

კვლევა ტარდება გერმანული წარმოების ციფრული PHILIPS-ის  მამოგრაფით. აპარატის უპირატესობებია:

  • უმტკივნეულო პროცედურა
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
  • კვლევის შემცირებული ხანგრძლიობა
  • მინიმალური დასხივება

DEXA დენსიტომეტრია წარმოადგენს  – ინსტრუმენტული კვლევის მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ძვლის მინერალურ სიმკვრივეს ოსტეოპოროზის ხარისხს.

არსებობს ძვლის სიმკვრივის განმსაზღვრელი  სხვადასხვა მეთოდი და დანადგარი რომელთაგან დღესდღეობით ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრი, იგივე DEXA (Dual-energy X-ray absorptiometry) დენსიტომეტრი.

დენსიტომეტრიის ჩატარება მიზენშეწონილია:

  • პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონებისთვის;
  • 60-70 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის;
  • მათთვის, ვისაც გადაუტანია suffered  ან ამჟამად აქვს მოტეხილობა (განსაკუთრებით – უმნიშვნელო ტრავმით გამოწვეული),
  • ესტროგენული დეფიციტი;
  • ტოქსიკური ჩიყვი;
  • თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ცელიაკია;
  • ხერხემლის პათოლოგიები და სხვა ქრონიკული დაავადებები.

ასევე საყურადღებოა  ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მიღება თამბაქოს მოხმარება, რძის ნაწარმით ღარიბი რაციონი, ცხოვრების უმოძრაო წესი, მოტეხილობებით დამძიმებული მემკვიდრეობა,წონის დეფიციტი.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება:

  • გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • პერიფერიული სისხლძარღვების ( საძილე, თირკმლების, ქვედა და ზედა კიდურების და სხვ) დუპლექს სკანირება;
  • თავის ტვინის მაგისტრალური (საძილე და ვერტებრალური) ინტრაკრანიული სისხლძარღვების (ვილიზიის წრის, ცერებრული ვენური სისტემის, ვენური სინუსები) დუპლექს სკანირება;
  • გულმკერდისა და მუცლის აორტის, ქვემო ღრუ ვენის, პორტალური სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, სისხლძარღვების დუპლექს სკანირება;
  • მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა;
  • ღვიძლის დიფუზური (ფიბროზული) ცვლილებების  კვლევა ელასტოგრაფიის მეთოდით;
  • თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის  რექტალური და კანქვეშა ულტრაბგერითი კვლევა;
  • სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ნაყოფის განვითარების ანომალიების ადრეული დიაგნოსტიკა;
  • ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევა;
  •  სადიაგნოსტიკო ფუნქციური ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

ირინა ხომასურიძე

რადიოლოგი

მაყვალა ქათამაძე

რადიოლოგი

ირმა ბახლიშვილი

რადიოლოგი

კახა ცეცხლაძე

რადიოლოგი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

ქეთევან წულუკიძე

რადიოლოგი